News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ძმათა სასაფლაოზე გაიმართა აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ სიახლე
ძმათა სასაფლაოზე გაიმართა  აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ სტუ-ის სტუდენტური მოძრაობის ინიციატივით, დღეს, 25 თებერვალს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაიმართა მშვიდობიანი აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. სტუდენებმა პატივი მიაგეს იმ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში
გამოიცა წიგნი “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” სიახლე
გამოიცა წიგნი “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის შენობაში პროფესორ არჩილ ფრანგიშვილისა (სტუ-ის რექტორი) და პროფესორ ოლეგ ნამიჩეიშვილის წიგნის _ “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” _ პრეზენტაცია გაიმართა.
"საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ" ფართო მკითხველისთვის საუბრის ფორმით დაწერილი წიგნია. იგი განიხილავს მეცნიერების სპეციფიკას როგორც ცოდნის სისტემას, სულიერი წარმოებისა და სოციალური ინსტიტუტის ფორმას
ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა კულტურა, სპორტი
ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენმა ელენე გედევანიშვილმმა ფიგურული სრიალის მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ელენე გედევანიშვილმა თავისი საუკეთესო შედეგი ერთი ქულით გააუმჯობესა და 61.92 ქულა აიღო
ეროვნულმა არქივმა კინოაფიშების კოლექცია შეიძინა კულტურა, სპორტი
ეროვნულმა არქივმა კინოაფიშების კოლექცია შეიძინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს მასალის მოძიებას ეროვნული საარქივო ფონდის გასამდიდრებლად.
მიმდინარე წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისაგან შეიძინა 1956-1987 წლებში გადაღებული ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების 82 აფიშა, მათგან უძველესია 1956 წელს სიკო დილიძის მიერ გადაღებული ფილმის _ "ეთერის სიმღერის" _ აფიშა
ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა წყვილი 22-ე ადგილზე გავიდა კულტურა, სპორტი
ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა წყვილი 22-ე ადგილზე გავიდა ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა წყვლმა 22-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ "ევროსპორტი" იუწყება.
ქართულმა დუეტმა გუშინდელ თავისუფალ პროგრამაში კლასიკური მუსიკის თანხლებით იცეკვა და ჟიურისგან 63.45-ქულიანი შეაფასება დაიმსახურა. საბოლოო მონაცემებით, ოთარ ჯაფარიძემ და ელისონ რიდმა 132.32 ქულა დააგროვეს
უახლესი “IPad”-ი უკვე იყიდება ტექნოლოგიები
უახლესი “IPad”-ი უკვე იყიდება "Apple Inc"-ის მარკეტინგის განყოფილების დირექტორმა სტივ ჯონსმა სან-ფრანცისკოში წარადგინა ახალი პროდუქტი "IPad". მოწყობილობას აქვს 9.7-დიუმიანი მულტიტაჩპანელი, 1024x768-პიქსელიანი გაფართოებით. იგი ზომით ცოტათი ნაკლებია A4 (242x189მმ) ფურცელზე. მისი სისქე სულ რაღაც 13.4მმ. "IPad"-ს მეხსიერება აქვს 16, 32, და 64 GB. პროცესორი_ 1GHz, ბატარეას აქვს 10-საათიანი სიცოცხლე მუშაობის რეჟიმში, ხოლო 1 თვე _ მოცდის რეჟიმში
"ბერლინალე 2010"-ზე "ოქროს დათვით" თურქული ფილმი დაჯილდოვდა ---
"ბერლინალე 2010"-ზე "ოქროს დათვით" თურქული ფილმი დაჯილდოვდა "ბერლინალე 2010" თურქული ფილმის ტრიუმფით დასრულდა. საუკეთესო ფილმის წოდებითა და შესაბამისად "ოქროს დათვით" თურქული დრამა, "თაფლი" დაჯილდოვდა (რეჟისორი სემიხ კაპლანოღლუ).
"ვერცხლის დათვი" აიღო კინოკლასიკოსმა რომან პოლანსკიმაც - საუკეთესო რეჟისურისთვის. პოლონელი კინემატოგრაფისტი ბერლინში არ იმყოფებოდა, პრიზი მის მაგივრად ფილმის ("მწერალი-მოჩვენება") პროდუსერს გადასცეს, რომელიც თავდვე ჩაუტანს შინაპატიმრობაში მყოფ პოლანსკის
მეკაბელისა და მონტიორის პროფესიას 15 ახალგაზრდა დაეუფლა სიახლე
მეკაბელისა და მონტიორის პროფესიას 15 ახალგაზრდა დაეუფლა "გაერთიანებული ტელეკომის" ბაზაზე შექმნილმა უფასო სასწავლო ცენტრმა 2009 წლის სასწავლო პროცესი დაასრულა. სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და ქსელების მომსახურე პერსონალის მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. სასწავლო ცენტრი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ თეორიული და პრაქტიკული კურსი
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ქვილთის გამოფენა გაიხსნება კულტურა, სპორტი
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში  ქვილთის გამოფენა გაიხსნება 23 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება ძველი და ახალი ქვილთის (სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შედგენილი კომპოზიცია) გამოფენა.
საქართველოში ქვილთის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამას მოწმობს უძველესი გადასაფარებლები თუ კედლის პანოები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში მოძიებული ქვილთის უიშვიათესი ნიმუშები
საზღვარგარეთის ქართული საკვირაო სკოლებისთვს სასწავლო გეგმა შემუშავდება სიახლე
საზღვარგარეთის ქართული საკვირაო სკოლებისთვს სასწავლო გეგმა შემუშავდება საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვს ერთიანი სასწავლო გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ დიაპსორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა.
"საკვირაო სკოლები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არ არის ჩართული, შესაბამისად, მათ ის სასწავლო გეგმა, რითიც საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სწავლება, არ გააჩნიათ. ჩვენ ვგეგმავთ, განათლების სამინისტროსთან ერთად ერთიანი სასწავლო გეგმა შევიმუშაოთ და ის საზღვარგარეთ არსებულ საკვირაო სკოლებში დავნერგოთ", - განმარტა დავითაიამ







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge