News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ქართველი მკვლევარი ირანის წლის საუკეთესო წიგნის ლაურეატი გახდა კულტურა, სპორტი
ქართველი მკვლევარი ირანის წლის საუკეთესო წიგნის ლაურეატი გახდა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 31-ე წლისთავთან დაკავშირებით თეირანში გაიმართა წლის საუკეთესო წიგნის მე-17 დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი, კულტურის მინისტრი მოჰამად ჰოსეინი, ხელოვნების აკადემიის თავმჯდომარე ჰადად ადელი და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები
LIGAMUS-ში წიგნის _ "შუა საუკუნეების ქართული ენა იდენტობის ძიებაში" _ პრეზენტაცია გაიმართება მეცნიერება
LIGAMUS-ში წიგნის _ "შუა საუკუნეების ქართული ენა იდენტობის ძიებაში" _ პრეზენტაცია გაიმართება 10 თებერვალს კაფე LIGAMUS-ში გაიმართება გერმანიაში გამოცემული წიგნის _ შუა საუკუნეების ქართული ენა იდენტობის ძიებაში ("Die georgische Sprache im Mittelalte") _ პრეზენტაცია. ნაშრომის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
მონოგრაფია ჰუმბოლდტის საერთაშორისო ფონდის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოიცა. იგი ასახავს ადგილობრივი, ნაციონალური ენების ემანსიპაციის ტიპოლოგიურ მოდელებს გვიანანტიკურობასა და შუა საუკუნეებში
სოფო ნიჟარაძისთვის ექვსი სიმღერა შეირჩა კულტურა, სპორტი
სოფო ნიჟარაძისთვის ექვსი სიმღერა შეირჩა საქართველოში ევროვიზიისთვის შესარჩევი სიმღერის კონკურსის მომდევნო ეტაპი დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საკონკურსოდ წარმოდგენილი 100-ზე მეტი სიმღერიდან 5-ის ნაცვლად 6 შეარჩია.
ნაციონალური ფინალისთვის შერჩეული ექვსი სიმღერიდან სამი ქართველი ავტორისაა

უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება სიახლე
უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება. ამის შესახებ განათლების სფეროში 2010-2011 წლებში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა
დიმიტრი შაშკინი 300-მდე მეთერთმეტეკლასელს შეხვდა სიახლე
დიმიტრი შაშკინი 300-მდე მეთერთმეტეკლასელს შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს შეხვდა. მოსწავლეებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა ფორმით მოხდება გამოსაშვები 10 გამოცდის ჩაბარება და სად ჩაატარდება გამოცდები, რა მნიშვნელობა ექნება წარჩინებულებისთვის მინიჭებულ ოქროს მედალს და ა. შ.
Facebook-ის ნეიტრალიზაციის მიზნით, Google ახალ პროექტს ამზადებს ტექნოლოგიები
Facebook-ის ნეიტრალიზაციის მიზნით, Google ახალ პროექტს ამზადებს კომპანია Google თავისი კონკურენტის, სოციალურ ქსელ Facebook-ის ნეიტრალიზაციის მიზნით, ახალ პროექტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. ცნობილია, რომ Facebook -მა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობით გაუსწრო Google-ს
"თბილისი ივენთ ჰოლში" "ჰეინეკენის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
"თბილისი ივენთ ჰოლში" "ჰეინეკენის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 9 თებერვალს "თბილისი ივენთ ჰოლში" "ჰეინეკენის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე "ჰეინეკენი" მატჩებზე დასასწრებ ბილეთების გათამაშების აქციას იწყებს.
პრეზენტაციაზე 17 თებერვალს, პორტოში გასამართ არსენალი-პორტოს თამაშზე დასასწრები ბილეთები გათამაშდება
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 92-ე წლისთავი აღინიშნა სიახლე
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 92-ე წლისთავი აღინიშნა დღეს, 8 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 92-ე წლისთავი აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პანთეონში პარაკლისი აღევლინა. ამის შემდეგ თსუ-ის II კორპუსში გაიხსნა გამოფენა: "უნივერსიტეტი გუშინ, დღეს, ხვალ", ასევე გამოიფინა თსუ-ის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული უძველესი ხელნაწერები და რელიკვიები.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო სიახლე
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო 8 თებერვლიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტები სკოლებსა და რესურსცენტრებში მიიღებენ ცნობარს, რომელშიც გამოქვეყნებულია სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად საჭირო ყველა ინფორმაცია

ჩეხეთი თუშეთის მოსახლეობისთვის 410 000 დოლარის ღირებულების მზის ბატარეების სისტემებს შეიძენს სიახლე
ჩეხეთი თუშეთის მოსახლეობისთვის  410 000 დოლარის ღირებულების მზის ბატარეების სისტემებს შეიძენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე მიხალ პასტვინსკიმ და ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ საგრანტო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიხედვით, ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთის მოსახლეობისთვის შეიძენს 410 000 დოლარის ღირებულების მზის ბატარეების სისტემებს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge