News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

91 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ჯერომ სელინჯერი კულტურა, სპორტი
91 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი  ჯერომ სელინჯერი აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემპშირში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი ჯერომ დევიდ სელინჯერი.
სელინჯერი 1919 წლის 1-ელ იანვარს ნიუ-იორკში. სახელი მოიხვეჭა რომანით "თამაში ჭვავის ყანაში" (1951). აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი _ საგა გლასების ოჯახზე _ "ბანანა თევზის ამინდი" (1948), "ფრენი და ზუი" (1961), "ჭერი ასწიეთ, დურგლებო" (1963), "სეიმური -გაცნობა" (1963)
ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა დღეს, 29 იანვარს, რუსი მწერლის, ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა.
ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი 1860 წლის 29 იანვარს (ძველი სტილით 17 იანვარს) ტაგანროგში დაიბადა. 1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, ხოლო 1884 წელს - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მისი პირველი პატარა მოთხრობები ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით იბეჭდებოდა
ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს განათლების მიღებაში დახმარებას ჰპირდება სიახლე
ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს განათლების მიღებაში დახმარებას ჰპირდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს განათლების მიღებაში დახმარებას ჰპირდება. განათლების სექტორთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშველოვანი შეთავაზება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაშია გაწერილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა
დღეს გენდერული საკითხების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
დღეს გენდერული საკითხების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართება 29 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", გენდერული საკითხების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართება.
კვლევები "გენდერი და საზოგადოება: საქართველო" და "საქართველოს გენდერული პოლიტიკის ფინანსური განზომილებები" მიმოიხილავს გენდერული საკითხების სოციალურ, პიროვნულ, კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ ასპექტებს
"თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგიზ აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია კულტურა, სპორტი
"თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგიზ აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია 29 იანვარს, 18:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" გაიმართება წიგნის "თენგის აბულაძე. ანარეკლები" პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ასევე ნაჩვენები იქნება რეჟისორ ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი "თენგიზ აბულაძე”. წიგნი შეიქმნა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, თენგიზ აბულაძის იუბილესთან დაკავშირებით. 2009 წელს რეჟისორის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა
კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება სიახლე
კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება უსაფრთხოების საკითხებისა და ნატოს შესახებ საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კონკურსის საერთაშორისო ორგანიზატორებთან ერთად მიიღო. კონკურსი, რომელსაც ნატოს მხარდაჭერით საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა, უსაფრთხოების საკითხებსა და ნატოს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად
სტუ-სა და ევროპულ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა სიახლე
სტუ-სა და ევროპულ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა 28 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში ხელი მოეწერა ხელშეკრულების მემორანდუმს მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა, ხოლო ავსტრიის მხრიდან - აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ფელიქს უნგერმა.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდგომ უნგერი როგორც საქართველოსთვის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გაწეული მრავალმხრივი დახმარებისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდებითა და საპატიო მედალით დაჯილდოვდა
ეკლესია სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია  სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს 28 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სალომე უჯარმელის ხსენების დღე (პეროჟავრა სივნიელთან ერთად) არის ძველი სტილით 15 იანვარი, ახალი სტილით - 28 იანვარი.
სალომე უჯარმელი იყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწე. მან წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად
პატრიარქი 500 ბავშვს მონათლავს სიახლე
პატრიარქი 500 ბავშვს მონათლავს 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 500 ბავშვს მონათლავს. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურში განაცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე გაიმართება.
ეს პატრიარქის მიერ ბავშვების რიგით მეათე ნათლობაა. პატარებს საჩუქრად სახარება, ჯვრები და ნათლობის სიგელი გადაეცემათ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს კულტურა, სპორტი
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს 27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ქალწულის, ნინოს გარდაცვალების დღეს აღინიშნავს. 09:00 საათზე დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge