News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

"ოლპსმა" განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის კომპიუტერი შექმნა ტექნოლოგიები
"ოლპსმა" განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის კომპიუტერი შექმნა კომპანია "ოლპსმა", რომელიც 100 დოლარის ღირებულების ნოუთბუქის პროექტზე მუშაობს, განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის მიკროკომპიუტერის დიზაინი გამოიგონა.
იაპონელებმა შექმნეს კამერა, რომელიც ადამიანივით აღიქვამს ფერებს ტექნოლოგიები
იაპონელებმა შექმნეს კამერა, რომელიც  ადამიანივით აღიქვამს ფერებს იაპონურმა კომპანია ”პაპალაბმა” შექმნა ციფრული კამერა YC-3300, რომელიც ფერებს ადამიანივით აღიქვამს. კამერას ციფრული არქივების ფოტოგადაღებისთვის, მედიცინისა და პოლიგრაფიის სფეროში გამოიყენებენ
თბილისში მსოფლიო ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართება კულტურა, სპორტი
თბილისში მსოფლიო ვარსკვლავების გალაკონცერტი გაიმართება 21 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" ეგიდით მსოფლიო ვარსკვლავების გალა კონცერტი გაიმართება. როგორც ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა ჯორბენაძე აცხადებს, გალაკონცერტზე ცნობილ ქართველ ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტენორი მარჩელო ალვარესი, აღიარებული სოპრანო, მიშელ კრაიდერი და იტალიელი ტენორი ამბროჯიო მაესტრი
11 იანვარს “თბილისის კონცერტინოს” შემოქმედებითი საღამო გაიმართება კულტურა, სპორტი
11 იანვარს “თბილისის კონცერტინოს” შემოქმედებითი საღამო გაიმართება 11 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კამერულ ორკესტრ “თბილისის კონცერტინოს” შემოქმედებითი საღამო გაიმართება. შესრულდება ბაროკოს სტილის მუსიკალური ნაწარმოებები. მათ შორის - ტელემანის, ჰენდელის, მოცარტის ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები
კახეთში აღმოჩენილი ნახატები, შესაძლოა, ფიროსმანს ეკუთვნოდეს კულტურა, სპორტი
კახეთში აღმოჩენილი ნახატები, შესაძლოა, ფიროსმანს ეკუთვნოდეს კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში აღმოჩენილი 2 ნახატი, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანს ეკუთვნოდეს. ნამუშევრები საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კედელზეა შესრულებული. ერთ-ერთ სურათზე ორთქლმავალია დახატული, ხოლო მეორეზე _ საწნახელი წარწერით “შენ გვაცხონე, მარანო". ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ. როგორც ველისციხის გამგებელმა ნუკრი ბახლიშვილმა განაცხადა, 80-იანი წლების დასაწყისში ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ნამუშევრების ავტორი ნიკო ფიროსმანაშვილია
თბილისში მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეთა კონკურსი ტარდება კულტურა, სპორტი
თბილისში მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეთა კონკურსი ტარდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 8-11 იანვარს საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია მთელი საქართველოს მაშტაბით მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეთა შესარჩევი მოსმენა-კონკურსი.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული. ხუთ მათგანს გადაეცემა საპატიო დიპლომები, ხოლო ერთს მიენიჭება ლაურეატის წოდება და გაემგზავრება პოლონეთში და მონაწილეობას მიიღებს კონცერტში, რომელიც გაიმართება ფრედერიკ შოპენის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ეკლესია მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. საშობაო ალილო 14:00 საათზე დაიწყება. მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება
2009 წელს ტურისტების რაოდენობა 85 პროცენტით გაიზარდა სიახლე
2009 წელს ტურისტების რაოდენობა 85 პროცენტით გაიზარდა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წელს ტურისტების რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია, მაშინ, როცა 2008 წლის მონაცემებით, 53 000 ტურისტი დაფიქსირდა
ქართულ-იტალიური საზოგადოების პრეზიდენტი ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა სიახლე
ქართულ-იტალიური საზოგადოების პრეზიდენტი ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა იტალიაში მილანის ქართულ-იტალიური საზოგადოების _ "სამშობლო - გულით სატარებელი" _ პრეზიდენტი ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს. ნინო ყაუხჩიშვილი ცნობილი ქართველი მეცნიერის, სიმონ ყაუხჩიშვილის ძმის შვილი იყო. ნინო ყაუხჩიშვილის მამა 1921 წელს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად უცხოეთში წავიდა. თავად ნინო ბერლინში დაიბადა. მან მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა
დიმიტრი ყიფიანის არქივში დაცული მასალა ფოტოალბომის სახით გამოიცა კულტურა, სპორტი
დიმიტრი ყიფიანის არქივში დაცული მასალა ფოტოალბომის სახით გამოიცა 5 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ალბომის _ "დიმიტრი ყიფიანი - ცხოვრება და მოღვაწეობა” _ პრეზენტაცია. XIX საუკუნის ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ფოტო- და დოკუმენტური არქივი ფოტომატიანის სახით გამოიცა. ღონისძიება დეველოპერული კომპანია "რედიქსისა" და სახველმოქმედო ფონდ "ცისკრის” ხელშეწყობით ტარდება







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge