News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს მიშელ პლატინი ეწვევა კულტურა, სპორტი
საქართველოს მიშელ პლატინი ეწვევა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი მომავალ წელს საქართველოს ეწვევა. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრზეიდენტის, ზვიად სიჭინავასა და გენერალური მდივნის, რევაზ არველაძეს მიშელ პლატინისთან შვეიცარიაში გამართული შეხვედრისას იქნა მიღწეული
ხალხურ ცეკვაში მასტერკლასები ტარდება კულტურა, სპორტი
ხალხურ ცეკვაში მასტერკლასები ტარდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფოლკლორის მხარდაჭერის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, ხალხურ ცეკვაში მასტერკლასებს ატარებენ. მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვის სიწმინდის დაცვა, ცეკვისთვის დამახასიათებელი იშვიათობადქცეული საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების ამაღლება, ქორეოგრაფთა და ქორეოლოგთათვის ცოცხალი, უნიკალური მასალის მიწოდება
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებისთვის “უორქშოფი” ტარდება კულტურა, სპორტი
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებისთვის  “უორქშოფი” ტარდება 9 დეკემბერს რუსთაველის თეატრში დასრულდება “უორქშოფი”, რომელიც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორებისთვის ტარდება. უორქშოფი ტარდება რუსთაველის და ლონდონის ნაციონალური თეატრების პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობითა და კომპანია "BP"-ისა და HSBC ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება
ნარკოვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება სიახლე
ნარკოვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება 8 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით "ნარკოვითარება საქართველოში, პერსპექტივები და ნაბიჯები ევროინტეგრაციისაკენ". შეხვედრის მიზანია ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთა, არსებული შესაძლებლობების ინტეგრირება, ევროპული გამოცდილების გაზიარება და დანერგვა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დიმიტრი შაშკინი ინიშნება სიახლე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დიმიტრი შაშკინი ინიშნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრად სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინიშნება.
როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ გვარამიამ რამდენიმე თვის წინ უცხოეთში სასწავლებლად წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, ამ თვეების განმავლობაში იგი მუშაობას აღნიშნულ პოსტზე პრემიერის თხოვნით აგრძელებდა
კაცობრიობის მესამედს მსოფლიოსთვის სარგებლობა არ მოაქვს ---
კაცობრიობის მესამედს მსოფლიოსთვის სარგებლობა არ მოაქვს დედამიწის მოსახლეობის მესამედს წარმოდგენა არ აქვს, როგორაა მოწყობლი ძრავი, როგორ გამოიმუშავება ელექტროენერგია, რისგანაა დამზადებული დენთი და როგორაა მოწყობილი ტელეგრაფი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანადელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კაცობრიობის მესამედს მსოფლიოსთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს
თბილისში გაიხსნება ფოტოგამოფენა "ჩემი აფხაზეთი" კულტურა, სპორტი
თბილისში გაიხსნება ფოტოგამოფენა "ჩემი აფხაზეთი" 7 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში (გრიბოედოვის ქ. # 22) გაიხსნება ვახტანგ ჯორჯიკიას ფოტოგამოფენა "ჩემი აფხაზეთი", სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის აქიტექტურა XIX ს-იდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე
დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა სიახლე
დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა ქაშუეთის ეკლესიის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა. პროექტი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას მეუღლის, ქეთევან კაჭარავას პატრონაჟით განხორციელდა
დღეს წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა კულტურა, სპორტი
დღეს წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა 6 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს
რუსთაველის თეატრში წარმოდგენილი იქნება "რა გვეტყობა, რომ ლტოლვილები ვართ?" კულტურა, სპორტი
რუსთაველის თეატრში წარმოდგენილი იქნება "რა გვეტყობა, რომ ლტოლვილები ვართ?" 6 დეკემბერს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს ვერბატიმის პრემიერას სახელწოდებით - "რა გვეტყობა, რომ ლტოლვილები ვართ?!" სპექტაკლი ახალგაზრდა ბრიტანელმა რეჟისორმა ალეკი ბლაითმა დადგა.
წარმოდგენა არის ნაწილი რუსთაველის თეატრის, ნაციონალური თეატრისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტისა, სახელწოდებით - თეატრების პარტნიორობა, რომელიც BP-ისა და HSBC BANK GEORGIA -ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება









Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge