სიახლე



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტურისტული კომპანია ახალ მარშრუტებს გვთავაზობს სიახლე
ტურისტული კომპანია ახალ მარშრუტებს გვთავაზობს ტურისტული კომპანია "თებულოტური" წარმოადგენს ახალ მარშრუტებს საქართველოს რეგონებში.
"ძველ და უკვე პოპულარულ მარშრუტებს დაემატა რამდენიმე ახალი ტური: ლაშქრობა რაჭიდან ქვემო და ზემო სვანეთში ისტორიული მარშრუტით - ომიანობის დროს განძსა და სიწმინდეებს სვანეთში მალავდნენ, ამ ლაშქრობაში გავივლით გზას, თუ როგორ გადადიაოდნენ რაჭა-სვანეთის მარშრუტს ჩვენი წინაპრები. შაბათ-კვირას შავ ზღვაზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში მოვინახულებთ პალიასტომის ტბისა და მდ. ფიჩორის უნიკალურ ბუნებას. გადაადგილება ხდება "პანტონის" ტიპის ნავით. 3-დღიანი ტური სვანეთში: ზუგდიდი - დადიანების სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, უშგული - ლამარიას (ღვთისმშობლის) ეკლესია, ეთნოგრაფიული მუზეუმი უშგულში, მესტია, მესტიის ეთნოგრაფიული და მიხეილ ხერგიანის სახლ მუზეუმები, ლაღამის, ლატალისა და ლენჯერის ეკლესიები", _ აცხადებენ კომპანიაში
საზაფხულო სკოლის 36 მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება სიახლე
საზაფხულო სკოლის 36 მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება მოსწავლეები საგნობრივი ოლიმპიადებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსის მონაწილე 400-მდე მონაწილისგან შეირჩნენ. უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა. მათ სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი და თავიანთი პედაგოგების, ლიდერებისა და თანატოლების დადებითი შეფასებები დაიმსახურეს
“უნივერსში“ ჩეხი და ქართველი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა სიახლე
“უნივერსში“ ჩეხი და ქართველი სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა საგამოფენო დარბაზ “უნივერსში“ გაიხსნა ჩეხი და ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სტუ-ისა და პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შესრულების მიმდინარეობას ასახავს.
გასული წლის ბოლოს ჩეხეთის მთავრობამ გამოყო გრანტი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის სხვადასხვა სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორის, ცნობილი ჩეხი არქიტექტორის, იან ბიჩანის ძალისხმევით, ამ გრანტიდან გამოიყო ნაწილი საქართველოში განსახორციელებელი პროექტისთვის, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის 15-20 სტუდენტის ევროპული სტანდარტებით მომზადებას ითვალისწინებდა
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გადასახადი აღარ გაიზრდება სიახლე
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გადასახადი აღარ გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გადასახადი აღარ გაიზრდება - ეს ცვლილება უმაღლესი განათლების კანონში შედის. სტუდენტები სწავლის დასრულებამდე იმ თანხას გადაიხდიან რა ჩარიცხვის დროს იყო.
ეს ცვლილება შეეხება, როგორც სახელმწიფო ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებს
სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიახლე
სტუდენტურ ოლიმპიადაში  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ "თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის" I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში

ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა სიახლე
ევროკომისიის ჩარჩო  პროგრამების გაცნობის თემაზე  ტრენინგი ჩატარდა 1-ელ ივლისს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის პროექტის “EXTEND”-ის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”.
სამუშაო სემინარი გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება სიახლე
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება 1-ელ ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები წელს გამოცდას სულ ოთხ საგანში აბარებენ. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
დედაქალაქში რეგისტრაცია აბიტურიენტებმა დილის 08:00 საათზე თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში უნდა გაიარონ, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისაკენ ავტობუსი გავა მეტროსადგურ “დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისაკენ – მეტროსადგურ “დელისის” მიმდებარე ტერიტორიიდან. რეისები განხორციელდება 06:30 საათიდან
"რუსთაველის ფონდის" ნაცვლად "შოთა რუსთაველის ეროვნულ-სამეცნიერო ფონდი" შეიქმნება სიახლე
"რუსთაველის ფონდის" ნაცვლად "შოთა რუსთაველის ეროვნულ-სამეცნიერო ფონდი" შეიქმნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) უქმდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ფონდის ლიკვიდაცია 1-ელ აგვისტომდე უნდა მოხდეს.
მთავრობის გადაწყვეტილებითვე, შეიქმნა რუსთაველის ფონდის სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც რუსთაველის ფონდის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა დაევალა
პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა სიახლე
პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა.
"ჩვენ თქვენთვის ყოველთვის ვლოცულობთ. ერთად უნდა ვიფიქროთ სამშობლოს წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე, რადგან სამშობლოს ბედი და ჩვენი ბედი ბევრად დამოკიდებულია ერთმანეთზე", - მიმართა პატრიარქმა აბიტურიენტებს.
უწმინდესმა ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, მოუწოდა, ღვთისა და ერის წინაშე საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ და არავითარ შემთხვევაში, თუნდაც გასინჯვის მიზნით, ნარკოტიკებს არ გაეკარონ
“ქორთიარდ მარიოტში” სტუდენტური კონფერენცია გაიმართება სიახლე
“ქორთიარდ მარიოტში” სტუდენტური კონფერენცია გაიმართება 25 ივნისს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სტუდენტური კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 2010 წლის აპრილ-მაისში ჩატარებულ კონკურსში - "დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური" - გამარჯვებული თემები







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge