ტექნოლოგიები



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველები “NASA-ს” მხარდაჭერით მარსზე მცენარეების დარგვას აპირებენ ტექნოლოგიები
ქართველები “NASA-ს” მხარდაჭერით მარსზე მცენარეების დარგვას აპირებენქართველ მეცნიერთა ჯგუფი კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციიდან (NASA) დაბრუნდა, სადაც ისინი საერთაშორისო სამეცნიერო ასტრობიოლოგიურ კონფერენციაზე იყვნენ მიწვეულნი. NASA-ში მათ პლანეტა მარსის შესახებ ახალი თეზისები და 3-წლიანი კვლევის შედეგები ჩაიტანეს, რომლითაც NASA დაინტერესდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის მეცნიერები საქართველოში კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლებად დანიშნა
3D-კამერას უკვე 3D-ეკრანიც აქვს ტექნოლოგიები
3D-კამერას უკვე 3D-ეკრანიც აქვსკომპანია Hammacher Schlemmer-მა 3D-კამერა 3D-ეკრანით გაამდიდრა. აპარატს სამმეგაპიქსელიანი მატრიცა აქვს, რომელიც 640X480 პიქსელის ვედეოგამოსახულების გადაღების საშუალებას იძლევა. კამერას ახლავს 3,25- დიუმიანი 3D-ეკრანი, რომელსაც შეუძლია სტერეოგამოსახულების სპეციალური სათვალის გარეშე ჩვენება
iPhone-ის მეოთხე მოდელი რეკორდული ტემპით იყიდება ტექნოლოგიები
iPhone-ის მეოთხე მოდელი რეკორდული ტემპით იყიდებაiPhone-ის მეოთხე მოდელი რეკორდული ტემპით იყიდება. კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონები iPhone 4 პირველივე დღეს წარმატებით გაიყიდა. კომპანიის მესვეურებს მობოდიშებაც კი მოუხდათ, რადგან მზარდი ინტერესის გამო, გაიჭედა ოპერატორ AT&T-ის ვებგვერდი, რომელსაც აშშ-ში iPhone-ის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს. საგულისხმოა, რომ პირველსავე დღეს საიტზე შეკვეთის გაკეთება 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინდომა
"მაიკროსოფტმა" Xbox 360-ის ახალი ვერსია გამოუშვა ტექნოლოგიები
"მაიკროსოფტმა" Xbox 360-ის ახალი ვერსია გამოუშვაკომპანია "მაიკროსოფტმა" სათამაშო კონსოლის Xbox 360-ის თხელი ვარიანტი გამოუშვა. დანადგარი აშშ-ის მაღაზიებში მალე გამოჩნდება.
როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, Xbox 360-ის ახალი მოდელის კომპლექტაციაში შედის 250-გიგაბაიტიანი მყარი დისკი.
Nintendo-მ ახალი სათამაშო კონსოლი 3DS წარმოადგინა ტექნოლოგიები
Nintendo-მ ახალი სათამაშო კონსოლი 3DS წარმოადგინაკომპანია Nintendo-მ ლოს ანჯელესში ახალი პორტატული სათამაშო აპარატი წარმოადგინა, რომლის ეკრანზე სამგანზომილებიანი გამოსახულების ხილვა სპეციალური სათვალის გარეშეა შესაძლებელი.
კონსოლი წარმოდგენილია ორი, ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული ეკრანით. ქვედა ეკრანი ჩვეულებრივი სენსორული დისპლეის ფუნქციას ასრულებს. სამგანზომილებიანი გამოსახულების ეფექტს კი მაყურებელი ზედა ეკრანზე ცქერისას მიიღებს
"მაიკროსოფტმა" Office 2010-ის გაყიდვა დაიწყო ტექნოლოგიები
"მაიკროსოფტმა" Office 2010-ის გაყიდვა დაიწყოკორპორაცია "მაიკროსოფტმა" Office 2010-ის პაკეტის საცალო ვაჭრობა დაიწყო. მყიდველთათვის საოფისე პროგრამების პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 35 ათას მაღაზიასა და საიტზე Office.com.
"მაიკროსოფთმა" პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ისეთ წამყვან კომპიუტერულ ფირმებთან, როგორებიცაა: HP, Acer, Asus, Dell და Lenovo. შესაბამისად, მწარმოებლებს საშუალება ექნებათ, Office 2010 ახალ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებში დააყენონ.
Toshiba-მ რეკორდული მეხსიერების ახალი ჩიპი წარმოადგინა ტექნოლოგიები
Toshiba-მ რეკორდული მეხსიერების ახალი ჩიპი წარმოადგინაკომპანია "ტოშიბამ" რეკორდული მოცულობის ფლეშ-მეხსიერების მოდული წარმოადგინა. 128-გიგაბაიტიანი ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იქნება სმარტფონებზე, პლანშეტურ კომპიუტერებზე და სხვა პორტატულ აპარატებზე.
მოდულის სიგრძე-სიგანე 2,2 და 1.7 სანტიმეტრი, სისქე კი 1,4 მილიმეტრია. მისი სერიული წარმოება უკვე ამ წლის ბოლოდან დაიწყება და 2011 წლის დასაწყისიდან ბაზარზედაც გამოჩნდება
კონსტრუქტორმა ანზორ ჩაჩუამ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა ტექნოლოგიები
კონსტრუქტორმა ანზორ ჩაჩუამ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში კონსტრუქტორმა ანზორ ჩაჩუამ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ჩაჩუამ საზოგადოებას წარუდგინა ამბიციური პროექტი “ახალი არატრადიციული სახმელეთო-საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო სისტემების წინასაპროექტო წინადადებების განხილვა”

თემაზე: "თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითზე" სემინარი გაიმართება ტექნოლოგიები
თემაზე: "თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითზე" სემინარი გაიმართება დღეს, 1-ელ ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების # 89 მიმართულებაზე გაიმართება ტრადიციული Online სემინარი თემაზე: "თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითზე".
სემინარს გაუძღვება პროფესორი ლევან იმნაიშვილი. სემინარს დაესწრებიან და დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას სტუ-ის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი და რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი

საქართველოსა და ისრაელის საგზაო უწყებები ითანამშრომლებენ ტექნოლოგიები
საქართველოსა და ისრაელის საგზაო უწყებები ითანამშრომლებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ისრაელის ეროვნული საავტომობილო გზების კომპანია თანამშრომლობას გეგმავენ. შესაბამისი მემორანდუმი დღეს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და ისრაელის ეროვნული საავტომობილო გზების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ვიჟნიცერმა გააფორმეს











Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge