კულტურა, სპორტი » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, აკუტაგავა რიუნოსკეს დაბადებიდან 118 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, აკუტაგავა რიუნოსკეს დაბადებიდან 118 წელი შესრულდა დღეს, 1-ელ მარტს, იაპონელი მწერლის, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, აკუტაგავა რიუნოსკეს დაბადებიდან 118 წელი შესრულდა. აკუტაგავა რიუნოსკე, მეტსახელად ჩოკოდო შუჯინი, კომპოზიტორ იასუსი აკუტაგავასა და დრამატურგ ხიროსი აკუტაგავას მამა იყო. აკუტაგავა რიუნოსკე ცნობილია თავისი მოთხრობებითა და ნოველებით. 1935 წელს იაპონიაში დაწესდა აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია
"ევროვიზიის" კონსკურსზე სოფო ნიჟარაძე წარდგება სიმღერით - "Shine" კულტურა, სპორტი
"ევროვიზიის" კონსკურსზე სოფო ნიჟარაძე წარდგება სიმღერით - "Shine" წლევანდელი "ევროვიზიის" კონსკურსზე ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე სიმღერით - "Shine" (ნათება) წარდგება. შიდა შესარჩევი კონცერტი “თბილისი ივენთ ჰოლში" ჩატარდა, სადაც გამარჯვებული სიმღერა ჟიურიმ და მაყურებელმა გამოავლინეს. სოფო ნიჟარაძემ სულ ექვსი საკონკურსო სიმღერა შეასრულა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საკონკურსოდ წარმოდგენილი 100-ზე მეტი სიმღერიდან 6 შეარჩია. ნაციონალური ფინალისთვის შერჩეული ექვსი სიმღერიდან სამი ქართველი ავტორის იყო
პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა კულტურა, სპორტი
პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართული საოპერო მომღერალი და საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვა.
საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ბურჭულაძეს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი დღეს, სამების საკათედრო ტაძარში გადაეცა. ცერემონიას, რომელიც ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა, მრევლთან ერთად სინოდის წევრებიც ესწრებოდნენ
რამაზ ჩხიკვაძეს 78 წელი შეუსრულდა კულტურა, სპორტი
რამაზ ჩხიკვაძეს 78 წელი შეუსრულდა დღეს, 28 თებერვალს, ქართველ მსახიობს, რამაზ ჩხიკვაძეს დაბადებიდან 78 წელი შეუსრულდა.
რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე. ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია

თეატრის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ქართული როკვის პოეზია" კულტურა, სპორტი
თეატრის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ქართული როკვის პოეზია" დღეს, 27 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ქართული როკვის პოეზია". წარმოდგენილი იქნება მოცეკვავე თენგიზ უთმელიძის მიერ გადაღებული ქართული ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის (ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით) "ოქრის ხანის" ამსახველი ფოტომასალა, რასაც ანსამბლის მატიანედ მოიხსენებენ
თბილისის ხელოვნების სკოლებში ფესტივალი “ქართული ფრესკები" მიმდინარეობს კულტურა, სპორტი
თბილისის ხელოვნების სკოლებში ფესტივალი “ქართული ფრესკები" მიმდინარეობს თბილისის ხელოვნების სკოლებში მაჭავარიანის სახელობის ფესტივალი _ “ქართული ფრესკები" მიმდინარეობს. საფესტივალო პროგრამას ყველა სკოლა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოადგენს.
შოთა შანიძის სახელობის მე-20 ხელოვნების სკოლა, რომელიც საორკესტრო სკოლაა, ფესტივალზე წარმოადგენს კამერულ ორკესტრს, სასულე საკრავთა ორკესტრს, შერეულ ანსამბლებსა და სხვადასხვა საკრავზე შესრულებულ სოლონომრებს. საფესტივალო პროგრამაშია 2 პიესა, მათ შორის, ერთი ქართველი კომპოზიტორის
"იუნესკო" ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
"იუნესკო" ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეს აღნიშნავს დღეს, 27 თებერვალს, გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, მამაკაცის ცეკვის რეფორმატორისა და ქართული ბალეტის ფუძემდებლის, ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეა. მას დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.
2009 წლის დეკემბერში "იუნესკოს" გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი, რომლებიც 2010-2011 წლებში აღინიშნება იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მიერ. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილეს ჩამონათვალში შეტანილია ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი (აღინიშნება 2011 წელს), ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელი (აღინიშნება 2010 წელს) და სვეტიცხოვლის აღმშენებლობის 1000 წლისთავი (აღინიშნება 2010 წელს)
ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა კულტურა, სპორტი
ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენმა ელენე გედევანიშვილმმა ფიგურული სრიალის მოკლე პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ელენე გედევანიშვილმა თავისი საუკეთესო შედეგი ერთი ქულით გააუმჯობესა და 61.92 ქულა აიღო
ეროვნულმა არქივმა კინოაფიშების კოლექცია შეიძინა კულტურა, სპორტი
ეროვნულმა არქივმა კინოაფიშების კოლექცია შეიძინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს მასალის მოძიებას ეროვნული საარქივო ფონდის გასამდიდრებლად.
მიმდინარე წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისაგან შეიძინა 1956-1987 წლებში გადაღებული ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების 82 აფიშა, მათგან უძველესია 1956 წელს სიკო დილიძის მიერ გადაღებული ფილმის _ "ეთერის სიმღერის" _ აფიშა
ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა წყვილი 22-ე ადგილზე გავიდა კულტურა, სპორტი
ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა წყვილი 22-ე ადგილზე გავიდა ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველ მოციგურავეთა წყვლმა 22-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ "ევროსპორტი" იუწყება.
ქართულმა დუეტმა გუშინდელ თავისუფალ პროგრამაში კლასიკური მუსიკის თანხლებით იცეკვა და ჟიურისგან 63.45-ქულიანი შეაფასება დაიმსახურა. საბოლოო მონაცემებით, ოთარ ჯაფარიძემ და ელისონ რიდმა 132.32 ქულა დააგროვეს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge