ტექნოლოგიები



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

IT-კომპანიებში პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის მეთოდებზე online-სემინარი გაიმართება ტექნოლოგიები
IT-კომპანიებში პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის მეთოდებზე online-სემინარი გაიმართება დღეს, 4 მაისს, 13:00 საათზე, სტუ-ში გაიმართება ტრადიციული online-სემინარი თემაზე: IT-კომპანიებში არსებული პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის მეთოდები. სემინარს გაუზგვებიან მოწვეული სპეციალისტები კომპანია “საატეკიდან” – “საატეკის” დირექტორი მირიან ნადარაია და ამავე კომპანიის გენერალური მენეჯერი გიორგი გორდელაძე

სტუ-ში ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ლიცენზირების შეხვედრა გაიმართება ტექნოლოგიები
სტუ-ში ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ლიცენზირების შეხვედრა გაიმართება
3-6 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში (ე. წ. meeting room-ში), ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის განხორციელება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი
”ტოიოტამ” Lexus GX 460 მოდელის გაყიდვა შეაჩერა ტექნოლოგიები
”ტოიოტამ” Lexus GX 460 მოდელის გაყიდვა შეაჩერა იაპონურ კონცერნ "ტოიოტას" ისევ პრობლემები აქვს. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები წერენ.
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში "ტოიოტას" მრავალი პრობლემა შეექმნა. რამდენიმე ხნის წინ მან აშშ-ის ბაზრიდან - 7,7 მლნ ავტომობილი, ევროპიდან - 1,8 მლნ და ჩინეთიდან 750 ათასი ავტომობილი გაიწვია.
Microsoft-მა საკუთარი მობილური ტელეფონი გამოუშვა ტექნოლოგიები
Microsoft-მა საკუთარი მობილური ტელეფონი გამოუშვა
კომპანია Microsoft-მა საკუთარი მობილური ტელეფონი, სახელწოდებით Kin-ი, ოფიციალურად წარადგინა. მისი მიზნობრივი აუდიტორია ახალგაზრდები არიან, რომლებიც სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ.
Microsoft-ისთვის ტელეფონებს კომპანია Sharp-ი გამოუშვებს. აშშ-ში ტელეფონები გაყიდვაში მიმდინარე წლის მაისში გამოვა.
13 აპრილს ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების N 89 მიმართულების მეოთხე სემინარი გაიმართება ტექნოლოგიები
13 აპრილს ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების N 89 მიმართულების მეოთხე სემინარი გაიმართება 13 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, გაიმართება "ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების" N 89 მიმართულების მეოთხე სემინარი ONLINE-რეჟიმში.
სემინარის თემაა _ NET Framework, მრავალნაკადიანი პროგრამები, როგორ დავიცვათ პროგრამა ჰეშირებით. სემინარს გაუძღვება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ვებდიზაინის N 41 მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი ზვიად შარაძე


სპეციალისტები სისტემური ანალიზის შესასწავლად საჭირო ონლაინთამაშების ტექნოლოგიაზე მუშაობენ ტექნოლოგიები
სპეციალისტები სისტემური ანალიზის შესასწავლად საჭირო ონლაინთამაშების ტექნოლოგიაზე მუშაობენ ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტექნოლოგიური ობსერვატორია ატარებს კვლევას: “კოსმოსური მეცნიერებისა და სისტემური ანალიზის შესასწავლად საჭირო ონლაინთამაშების ტექნოლოგია”. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება ევროპული კოსმოსური სააგენტოს მთელი რიგი ამოცანების გადაწყვეტა, კერძოდ, მეცნიერებსა და ინჟინრებს შორის კავშირის გაფართოება

სტუ-ში “ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიის“ სემინარი გაიმართა ტექნოლოგიები
სტუ-ში “ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიის“ სემინარი გაიმართა დღეს, 23 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, გაიმართა “ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების“ N 89 მიმართულების მეორე სემინარი ონლაინრეჟიმში.
სემინარის თემა იყო “სტრუქტურული დაპროგრამება Python -ის მაგალითზე“
"აუდი" გაზაფხულიდან მოდელ RS5-ს გაყიდის ტექნოლოგიები
"აუდი" გაზაფხულიდან მოდელ RS5-ს გაყიდის კომპანია "აუდიმ" მოდელ RS5-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სიახლეს 4,2-ლიტრიანი ატმოსფერული, 8-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც მას კუპესგან - R8 - ერგო. მოტორი 420-იდან 450 ცხ.ძ-მდეა ფორსირებული და S-tronic-ის სიჩქარის გადაცემათა წინასელექციური 7-საფეხურიანი კოლოფით მუშაობს.

გერმანიაში მზის ენერგიაზე მომუშავე ყველაზე დიდი იახტა შექმნეს ტექნოლოგიები
გერმანიაში მზის ენერგიაზე მომუშავე ყველაზე დიდი იახტა შექმნეს მზის ელემენტებზე მომუშავე მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა გერმანიის ქალაქ კილის ვერფში წარადგინეს.
31-მეტრიანი ხომალდი შვეიცარიული საკონსტრუქტორი ბიურო ”PlanetSolar”-ის პროექტის მიხედვით აიგო. მომავალ წელს ეს კატამარანი, რომელიც ამჟამად მზის ენერგიაზე მომუშავე ერთადერთი ხომალდია, დედამიწის გარშემო 140-დღიან მოგზაურობას დაიწყებს, იტყობინება dpa.
უახლესი “IPad”-ი უკვე იყიდება ტექნოლოგიები
უახლესი “IPad”-ი უკვე იყიდება "Apple Inc"-ის მარკეტინგის განყოფილების დირექტორმა სტივ ჯონსმა სან-ფრანცისკოში წარადგინა ახალი პროდუქტი "IPad". მოწყობილობას აქვს 9.7-დიუმიანი მულტიტაჩპანელი, 1024x768-პიქსელიანი გაფართოებით. იგი ზომით ცოტათი ნაკლებია A4 (242x189მმ) ფურცელზე. მისი სისქე სულ რაღაც 13.4მმ. "IPad"-ს მეხსიერება აქვს 16, 32, და 64 GB. პროცესორი_ 1GHz, ბატარეას აქვს 10-საათიანი სიცოცხლე მუშაობის რეჟიმში, ხოლო 1 თვე _ მოცდის რეჟიმში







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge