სტუ » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა სტუ
სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა 15 მარტს, 11:00 სთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის “თანამედოვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა“ (NATELI) და სტუ-ის ორგანიზატორობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოეფექტური სატესტო მოწყობილოლებით ახლახან აღჭურვილი ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა

სტუ-ში ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა სტუ
სტუ-ში ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის  შეხვედრა გაიმართა 14 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა ანზორ შავგულიძემ განაცხადა, ამ ჯგუფის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ რეცენზენტების ინსტიტუტი დღეს მძიმედ მუშაობს



ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა სტუ
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა. ნატოს კუთხის გახსნას ესწრებოდნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დან მიჰაი ბარლიბა, ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ასევე სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები
ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა სტუ
ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა დღეს, 12 მარტს, ქართველ მომღერალს, ლირიკულ-დრამატულ ტენორს, ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა. ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში, დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია
კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართება სტუ
კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართება 26 მარტს 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (III სართული, საკონფერენციო ოთახი) გაიმართება საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება; სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საზოგადოება; ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის დეპარტამენტი
სტუ-ის დიდი სააქტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა სტუ
სტუ-ის დიდი სააქტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა დღეს, 10 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა პროექტში - "1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში" - მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დღეს საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი სააქტო დარბაზი, რომლის რეაბილიტაციაც 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და სულ ახლახან დასრულდა
"თეგეტა მოტორსი" და სტუ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ სტუ
"თეგეტა მოტორსი" და სტუ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ დღეს, 10 მარტს, 13:00 საათზე, კომპანია "თეგეტა მოტორსი" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმს "თეგეტა მოტორსის" სათავო ოფისში, საკონფერენციო დარბაზში მოეწერება ხელი
სტუ–ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სტუ
სტუ–ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ7 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მრავალწლიანი აქტიური და ნაყოფიერი სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობისთვის პროფესორები – ნანა ხაზარაძე, ვანო თვალავაძე, გურამ ვარშალომიძე და დემურ ტალახაძე –საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
პროექტში “1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში” მონაწილეებს დააჯილდოებენ სტუ
პროექტში “1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში” მონაწილეებს დააჯილდოებენ10 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართება პროექტში - “1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში” - მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება. ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრებიან სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
სტუ–ის საკალათბურთო გუნდმა "ბათუმი" დაამარცხა სტუ, კულტურა, სპორტი
სტუ–ის საკალათბურთო გუნდმა "ბათუმი" დაამარცხა 5 მარტს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-5 ტურში სტუ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ “ბათუმს” მასპინძლობდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მართალია, პირველი ნახევარი “ბათუმმა” 6 ქულის სხვაობით, 39:33 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს და საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით, 86:73 გაიმარჯვეს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge