« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
წყნეთის საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა შორის კრიკეტში ჩემპიონატი გაიმართა |
კულტურა, სპორტი |
|
|
წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა შორის ინგლისურ პოპულარულ თამაშში - კრიკეტი (Cricket) ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. კრიკეტი (Cricket) ბურთის ერთგვარი თამაშია, სადაც ორ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ცდილობენ, ჯოხით შეაგდონ ბურთი მოწინააღმდეგის კარში. თამაში ფართოდაა გავრცელებული ინგლისში და მოზარდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემპიონატის ჩატარების იდეა დიმიტრი შაშკინს ეკუთვნის. ეს იდეა მინისტრმა წყნეთის საზაფხოლო სკოლაში პირველი სტუმრობისას გააჟღერა |
|
|
ფესტივალი "არტ-გენი 2010" ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
20 ივლისიდან ფესტივალი "არტ-გენი 2010" გადაინაცვლებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის წარმოდგენები და ტრადიციული ქართული თამაშობანი, ხალხური ფოლკლორული ანსამბლები რეგიონებიდან და თანამედროვე ქართული ჯგუფების კონცერტები |
|
|
ოპერის თეატრი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ვერდის "ატილას" წარმოადგენს |
კულტურა, სპორტი |
|
|
19 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის "ატილას" წარმოადგენს. სპექტაკლს ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო წარუძღვება. ქართველმა მსმენელმა ჯანლუკა მარჩიანოს ხელოვნება წლეულს მარტში ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის" კონცერტზე გაიცნო. 25 ივლისს კი მაყურებელს "რიგოლეტზე" დასწრების საშუალება ექნება |
|
|
“კავკასიურ სახლში” ჯგუფ ”სტიგმატის” მინი არტფილმების მე-4 პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
20 ივლისს, 17:00 საათზე, ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიურ სახლში” (გ. ტაბიძის ქ. 20) ჯგუფ ”სტიგმატის” მინი არტფილმების მე-4 პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ჯგუფ ”სტიგმატის” ხელმძღვანელმა და რეჟისორ-ოპერატორმა, პოეტმა გიორგი ბუნდოვანმა განაცხადა. პირველი პრეზენტაცია ამ ანდერგრაუნდის კინონიმუშებისა 2010 წლის 8 აპრილს რუსთაველის 28-ში მდებარე ”როკ-კლუბში” ლიტერატურული საიტის, ლიბ.გე -ს ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის დახმარებით ჩატარდა |
|
|
ბათუმში Black Sea Jazz Festival -2010 ტარდება |
კულტურა, სპორტი |
|
|
ბათუმში, კომპანია "ისტერნპრომოუშენისა" და აჭარის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, “Black Sea Jazz Festival -2010” ჩატარდება. ჯაზფესტივალში მონაწილეობენ: “The Brand New Heavies”- ი, “Mike Starn Band”- ი, “RH Factor”- ი, “Roy Hargrove Quintet”- ი, “Hugh Masekela & Band”- ი და ჯაზის სხვა ქართველი შემსრულებლები |
|
|
იეთიმ გურჯის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 15 ივლისს, იეთიმ გურჯის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა. ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იეთიმ გურჯი (ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი) 1875 წელს თბილისში, ღარიბი ხელოსნის - დაბაღის (მეტყევის) ოჯახში დაიბადა. იეთიმის წინაპრები ქართველები ყოფილან, რომლებიც თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილან და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი_გურჯი (ქართველი) მაშინ შერქმევიათ. იეთიმის მამა იბრაჰიმი თბილისში დასახლებულა და ცოლად შეურთავს მუხთელი სომხის ქალი სარა გრიგორის ასული. სიმამრს იბრაჰიმი სომხურად მოუნათლავს და თავისივე სახელი-გრიგორი უწოდებია, გვარად კი - აღაჯანა |
|
|
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 ივლისს დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდა. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) 1861 წლის 14 ივლისს დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში დაიბადა. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, სოფლის მღვდლის, პავლესა და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები, ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 _ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო |
|
|
სვეტიცხოვლის ეზოში ჩვილთა მე-12 ნათლობა გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის წმინდა 12 მოციქულის ათორმეტ მამათა ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას, წმინდა 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. სახარების მიხედვით, უფალმა თავის მოწაფეებად 12 მოციქული აირჩია. მათი უმეტესობა მეთევზეები იყვნენ. ეკლესია წმინდა მოციქულების: პეტრეს, ანდრიას, იაკობის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესის, იუდა იაკობისის, სიმონ მოშურნისა და მატათას ხსენებას აღნიშნავს |
|
|
დღეს პეტრეპავლობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა - პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს პეტრეპავლობას აღინიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. 12 ივლისს დასრულდება პეტრეპავლობის მარხვა, რომელიც 31 მაისს დაიწყო. პეტრეპავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ ის ყველაზე დიდი ექვს კვირას გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღეს. პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|