« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
დღეს სერვანტესის გარდაცვალების დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ესპანელი მწერლის, სერვანტესის გარდაცვალებიდან 394 წელი შესრულდა. მიგელ დე სერვანტეს საავედრა, საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა "მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი", 1547 წლის 29 სექტემბერს ალკადა-დე-ენარესში დაიბადა. მწირი ცნობებია სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან გაჭირვებულ ოჯახში.მიგელის გარდა, მის მშობლებს ჰყავდათ ორი ქალიშვილი - ანდრეა და ლუიზა და ვაჟიშვილი - როდრიგო. მიგელს ძალიან უყვარდა ქუჩის მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა ნაბეჭდ ქაღალთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ ნაბღაჯნ სტრიქონს. ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდგომ შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში. სალამანკაში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, მიგელმა სტუდენტობის წლები რომ გაატარა |
|
|
დღეს წიგნის საერთაშორისო დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესასწაულის აღნიშვნა 1923 წელს კატალონიაში დაიწყო. როცა სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს კაცები ქალებს ვარდებს სჩუქნიდნენ და მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ხოლო მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე "იუნესკომ", წიგნის საერთაშორისო დღეთ გამოაცხადა, ამ დღის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო. დღე, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს |
|
|
უმაღლესი სასწავლებლების თანაორგანიზატორობით ფესტივალი გაიხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 20 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზში რეგიონალური ფესტივალი "ხარისხი და პროფესია - თბილისი, საერთაშორისო ფესტივალი" გამოფენით გაიხსნება. როგორც ფესტივალის ორგანიოზატორები აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. პაოლო დელ ბიანკოს აკადემიის რექტორი გია ბუღაძე საპატიო პროფესორის წოდებას მიანიჭებს |
|
|
კულტურის სამინისტროში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 19 აპრილს, 14:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება წიგნის "დამაკვირდი" პრეზენტაცია. წიგნი წარმოადგენს 1948 წელს გამოცემული წიგნის ასლს, რომელიც სრულიად უნიკალურია თავისი მნიშნელობითა და შინაარსით და მოიცავს ილია ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებულ გაზეთ “ივერიაში" სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ მსოფლიო კლასიკოსთა აფორიზმებს, შეკრებილს ავტორის - ალექსანდრე სიგუას მიერ. |
|
|
საჯარო ბიბლიოთეკაში "გამოუცემელი წიგნების გამოფენა" მოეწყობა |
კულტურა, სპორტი |
|
|
22 აპრილს, 16:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსში "გამოუცემელი წიგნების გამოფენა" მოეწყობა. ღონისძიების ორგანიზატორია "საბავშვო ლიტერატურის ფონდი". როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანზატორმა ირმა მალაციძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, გამოფენაზე იწვევენ როგორც ავტორებს, ისე გამომცემელებს და სთავაზობენ გამოუცემელ წიგნებს |
|
|
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ბაქოში გაემგზავრნენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბათუმის 2-კვირიანი შეკრება დაასრულა და ბაქოში გაემგზავრა. ბეგი დარჩიას გუნდი ევროპის ჩემპიონატში 17-18 აპრილს ჩერთვება. მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა ჯერ კიდევ ბათუმში ჩასვლამდე გამოაცხადა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბადრი ხასაიას (84 კგ) ჭიდაობა გამოირიცხა. ხასაიას შემცვლელი შეკრების მიწურულს დასახელდა |
|
|
მეუფე ანანიამ ისაუბრა თემაზე: “საქართველო და ევროპული ინტეგრაცია“ |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 აპრილს, ქართული ენის დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში, სტუდენტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე მეუფე ანანიამ ისაუბრა თემაზე - “საქართველო და ევროპული ინტეგრაცია“. მან დაწვრილებით გააცნო ახალგაზრდებს საქართველოს მეფეების ურთიერთობები როგორც რომის, ასევე ბიზანტიის იმპერიასთან. მეუფე ანანიამ ერთ-ერთ ნათელ მაგალითად საქართველოს უდიდესი მეფის, ფარსმან მეორის ( ქველის) მოღვაწეობა მოიყვანა. როგორც ცნობილია, I საუკუნეში რომის იმპერატორმა იბერთა მეფის პატივისცემისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ნიშნად, მოქანდაკეებს რომში ცხენზე ამხედრებული ფარსმან ქველის ძეგლი დაადგმევინა. შეხვედრის ბოლოს, მიტროპოლიტმა სტუდენტთა მიერ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა |
|
|
ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გაიხსნა |
კულტურა, სპორტი |
|
|
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გახსნა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2010 წლის ბოლომდე საკონსერვაციო სამუშაო ჩაუტარდება რთულ მდგომარეობაში არსებულ თბილისის პატარა სამებისა და ტაბაკინის ეკლესიების, მოწამეთას, ალავერდის, გელათის, სვეტიცხოვლისა და ნიკორწმინდას სამონსატრო კომპლექსების კედლის მხატვრობას |
|
|
დავით გოგუაძის ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა |
კულტურა, სპორტი |
|
|
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ დავით გოგუაძის დოკუმენტური ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა. როგორც ფილმის ავტორმა და რეჟისორმა დავით გოგუაძემ ჩვენთან საუბარში განაცხდა, სურათზე მომუშავე ჯგუფმა 2009 წელს მოიპოვა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კვლევების გრანტი და მთელი წლის განმავლობაში აწყობდა ექსპედიციებს ფილმის მეორე ნაწილის გადასაღებად |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|