სიახლე



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

უსაფრთხოების ღვედების გამოყენება დღეიდან ყველასთვის სავალდებულოა სიახლე
უსაფრთხოების ღვედების გამოყენება დღეიდან ყველასთვის სავალდებულოაუსაფრთხოების ღვედების გამოყენება 1-ლი დეკემბრიდან ყველასთვის სავალდებულოა. პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.
კანონის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარით დაჯარმებას გამოიწვევს. ჯარიმა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც უსაფრთხოების ღვედებს არ ითვალისწინებს
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური განათლების საკითხებს გაითვალისწინებენ სიახლე
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური განათლების საკითხებს გაითვალისწინებენ ინკლუზიური განათლების მიმართულებით, 2011-2012 სასწავლო წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი მიდგომები დაინერგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში.
ცვლილებების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობაა.
ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის აუცილებელია, საკანონმდებლო ბაზა არეგულირებდეს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ტერმინების აღიარება; სახელმწიფოს მხრიდან პროცესში ჩართული ორგანოების ვალდებულებების განსაზღვრა; ინკლუზიური განათლების პროცესში შესაბამისი სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდების ჩართვა სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჟესტური ენისა და "ბრაილის" სისტემის გამოყენება

IT Startup Days დღეების ფარგლებში, სტუ-ში პირველი ღონისძიება გაიმართა სიახლე
IT Startup Days დღეების ფარგლებში, სტუ-ში პირველი ღონისძიება გაიმართა 25 ნოემბერს, IT Startup Days დღეების ფარგლებში, სტუ-ში გაიმართა პირველი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საინკუბაციო პროექტების გამოვლენას და ამ მიმართულებით აქტივობების გაზრდას.
IT Startup წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ბიზნესსკოლებისა და ფაკულეტების სტუდენტების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლებისა და ფაკულტეტების სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას

ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ერთ წელიწადში დასრულდება სიახლე
ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ერთ წელიწადში დასრულდება დღეიდან, 25 ნოემბრიდან, ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, 25 ნოემბრიდან ძალაში შედის მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება "საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ".
ქაშიბაძის განმარტებით, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი უახლოეს ხანებში დაიწყება და მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნუმერაციის ეროვნული სისტემა საქართველოს ქალაქების არსებული კოდების შეცვლას ითვალისწინებს
სტუ-ში პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება სიახლე
სტუ-ში პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება 23-24 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემპიონატი პროგრამირებაში ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის. ჩემპიონატი თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში ტარდება და თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავს.
24 ნოემბერს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი (გუნდური) და, ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი. 26 ნოემბერს იგეგმება სამხრეთ კავკასიის სტუდენტთა ღია ჩემპიონატი (პირადი), 27 ნოემბერს კი – ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო დახურვა
30 ნოემბერს “Red Bull"-ის შეჯიბრების ფინალი გაიმართება სიახლე
30 ნოემბერს “Red Bull"-ის შეჯიბრების ფინალი გაიმართება 30 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ “Red Bull"-ის შეჯიბრების ფინალი გაიმართება.
ნახევარფინალური შეხვედრები დაგეგმილია 24 ნოემბერს, 12:00 საათზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე და 25 ნოემბერს, 12:00 საათზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ.
ღონისძიების ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებენ, შექმნან ორკაციანი გუნდი, მოიფიქრონ ორიგინალური სახელი და მიიღონ მონაწილეობა ნახევარფინალში
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დააჯილდოებენ სიახლე
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დააჯილდოებენ 19 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე გამოშვების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს
დიმიტრი შაშკინი შეფასების ცენტრის საქმიანობის ანგარიშს დაესწრება სიახლე
დიმიტრი შაშკინი შეფასების ცენტრის საქმიანობის ანგარიშს დაესწრება 18 ნოემბერს 11:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2010 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრება




სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება სიახლე
სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება 18-19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ე. წ. შეხვედრების ოთახში ჩატარდება ევროკომისიის ექსპერტების შეხვედრა უნივერსიტეტის იმ მეცნიერებთან, რომლებიც ამზადებენ საპროექტო წინადადებებს ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის მომავალ კონკურსებში.
მოწვეულნი არიან ევროკომისიის მიერ დაფინანსებული EXTEND პროექტის კოორდინატორები, უკრაინაში ევროკომისიის საინფორმაციო საკონტაქტო პირი და კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები
კრიმინალისტურ სამსახურში დასაქმების მიზნით სტუდენტებს გადაამზადებენ სიახლე
კრიმინალისტურ სამსახურში დასაქმების მიზნით სტუდენტებს გადაამზადებენ დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და შსს-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრისას მათ გამოთქვეს სტუ-სთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. სტუმრებმა მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესთავაზეს დასაქმების პროგრამაში ჩართვა. ხსენებული პროგრამა გულისხმობს კრიმინალისტურ სამსახურში დასაქმების მიზნით სტუდენტების გადამზადებას







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge