სიახლე



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ფოლკლორის ცენტრში გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი" სიახლე
ფოლკლორის  ცენტრში გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი" 10 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზ "გალერეაში" გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი".
გამოფენაზე წარმოდგენილი ხევსურული სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. გამოფენის ორგანიზატორები დამთვალიერებელს გააცნობენ გეგმას, როგორ უნდა გადარჩეს ხევსურული სახლი, მოხდეს რესტავრაცია და ქართულ კულტურას შეუნარჩუნდეს ის განძი და ფენომენი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება

მოზარდებში მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების გამოსავლენად კვლევა ჩატარდება სიახლე
მოზარდებში მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების გამოსავლენად კვლევა ჩატარდება მოზარდებში კრიმინალური ქცევის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების გამოსავლენად კვლევა ჩატარდება.
როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდში აცხადებენ, პირველად საქართველოში, მშობლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაარკვიონ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევებისადმი

ბოდბის მონასტერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ეწვევიან სიახლე
ბოდბის მონასტერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ეწვევიან 5 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ბოდბის დედათა მონასტერი უმასპინძლებს.
აფხაზეთის განათლებისა კულტურის სამინისტროს პროექტის "ჩვენ ერთად ვართ" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ბოდბის სამონასტრო კომპლექს დაათვალიერებენ. ტრენერები ბავშვებს სარეაბილიტაციო აქტივობებს შესთავაზებენ, რომელიც მათ გონებრივ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას ემსახურება

საქართველოში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საფოსტო მარკა გამოვა სიახლე
საქართველოში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საფოსტო მარკა გამოვა დღეს, 4 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ტრაგიკულად დაღუპული წევრის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის ესკიზის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესრებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები
პატრიარქმა შვილმკვდარ დედებს ძაძების გახდისკენ მოუწოდა სიახლე
პატრიარქმა შვილმკვდარ დედებს ძაძების გახდისკენ მოუწოდა დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შვილმკვდარ დედებს შეხვდა.
შაოსანი დედების ერთობა 20 წლის წინ პატრიარქის კურთხებით ჩამოყალიბდა. მასში რამდენიმე ათასი დედაა გაერთიანებული.
საიუბილეო შეკრებაზე დღეს პატრიარქმა ერთობის წევრები დალოცა, დედებმა კი მადლიერების ნიშნად სამების საკათედრო ტაძარს ჯვარცმა გადასცეს. პატრიარქმა დედებს ძაძების გახდისაკენ მოუწოდა
არჩილ ფრანგიშვილმა ენდრიუ ჰუდი საპატიო დოქტორის დიპლომით დააჯილდოვა სიახლე
არჩილ ფრანგიშვილმა ენდრიუ ჰუდი საპატიო დოქტორის დიპლომით დააჯილდოვა დღეს, 27 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, სტუ-ში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა 2009 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ამ მიზნით საქართველოში აშშ-ის, კანადის ევროკავშირისა და უკრაინის დელეგაციები ჩამოვიდნენ
იუსტიციის სამინისტრო სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლას აწყობს სიახლე
იუსტიციის სამინისტრო სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლას აწყობს დღეს, 27 მაისს, 13:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში სტუდენტური კონკურსის მონაწილეებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. მომავალ იურისტებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ჩაერთონ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლის პროექტში, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი შეხვდება
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ სტუ-ში დისკუსია გაიმართა სიახლე
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ სტუ-ში დისკუსია გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დისკუსია სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ნოვაციაზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ.
შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა

სტუ-ის სტუდენტები ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ სიახლე
სტუ-ის სტუდენტები ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომელიც ევროკავშირის სამართალში (EU law) ინგლისურ ენაზე ხორციელდება. აღნიშნული პროცესები 2010 წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა
ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი გამოიყოფა სიახლე
ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი გამოიყოფა ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი უახლოეს პერიოდში გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაგრატის ტაძარს ეწვია და იქ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოს, ტაძრის მაკეტის მაგალითზე გაეცნო








Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge