« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
მეოთხე ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი დასრულდა |
სიახლე |
|
|
3-7 მაისს თბილისში იულიხის კვლევითმა ცენტრმა (გერმანია) ქართულ პარტნიორ ინსტიტუტებთან ერთად (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი) ორგანიზება გაუკეთა მეოთხე ქართულ-გერმანულ სკოლასა და სემინარს |
|
|
განათლების სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ მრჩეველთა საბჭოს სრული ათწევრიანი შემადგენლობა საზოგადოებას საბჭოს პირველ სხდომაზე წარუდგინეს. მრჩეველთა საბჭო საზოგადოებისთვის ცნობილი და ღვაწლმოსილი პირებისგან დაკომპლექტდა |
|
|
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსს აცხადებს |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პროგრამებზე _ "ასწავლე საქართველოსთვის" და "კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში" _ კონკურსს აცხადებს. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგნის სპეციალისტებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სამინისტროში ბრიფინგი გამართეს |
|
|
უცხოელი დიპლომატები განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას გაეცნენ |
სიახლე |
|
|
საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენელები საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას, ასევე, 2010-2011 წლების ახალ ინიციატივებსა და გამოწვევებს გაეცნენ. სამუშაო შეხვედრა ბაზალეთის კომპლექსზე მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების თაობაზე დიპლომატიური კორპუსისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მათი მხარდაჭერის მოპოვებას |
|
|
ჟურნალ "ტაბულას" პატრონაჟით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება |
სიახლე |
|
|
28-29 აპრილს, ჟურნალ "ტაბულას" პატრონაჟით, "თბილისი - მარიოტის" საგამოფენო დარბაზ "შარდენ გალერეაში" საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი მხატვრების, მოქანდაკეების ნამუშევრები და ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები. მათ შორისაა ქეთი მატაბელი, ნიკოლოზ ხერკელიძე, ირაკლი წულაძე, გია ჯაფარიძე, ანატოლი რიაბიშენკო, და სხვები. სულ გამოფენილი იქნება 40-მდე ექსპონატი |
|
|
დიმიტრი შაშკინმა სტუ-ში არსებული შახტა-ლაბორატორია დაათვალიერა |
სიახლე |
|
|
26 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული შახტა-ლაბორატორია დაათვალიერა. სასწავლო ლაბორატორია, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც უნიკალურად ითვლება. შახტის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1991 წელს დასრულდა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|