« იანვარი 2025 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ინკლუზიური განათლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინკლუზიური განათლების საკითხებზე დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს (ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო, USAID, UNICEF, World Vision International, Save the Children, Every Child, ფონდი ,, ღია საზოგადოება საქართველო”, ფონდი ,, პირველი ნაბიჯი”, ”საქართველოს ბავშვები’’, პოლონეთის საელჩო) შეხვდა |
|
|
Alcatel-Lucent-მა სტუ-ს IP ტექნოლოგიების ტექნიკური სასწავლო ლაბორატორია გადასცა |
სტუ |
|
|
18 მაისს კომპანია “Alcatel-Lucent”-ის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ. “Alcatel-Lucent”-მა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის # 92 მიმართულებას გადასცა და დაუმონტაჟა IP ტექნოლოგიების ტექნიკური სასწავლო ლაბორატორია. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, მინისტრის მოადგილე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტებს სამსხურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი ჯემალ ბერიძე და სხვები |
|
|
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო კვლევების ჩატარებას იწყებს |
სიახლე |
|
|
გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში ორი მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის ჩატარებას იწყებს. წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS) 5000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევაში (TIMSS) 10 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს |
|
|
ენერგოეფექტურობის ცენტრმა სტუ-ს მადლობა გადაუხადა |
სტუ |
|
|
ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, როგორც 11-15 აპრილს საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის (სმეკ 2011) აქტიურ მონაწილესა და მხარდამჭერს, მადლობა გადაუხადა. “ნება გვიბოძეთ, კიდვე ერთხელ მოგახსენოთ მადლობა 11-15 აპრილს საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში (სმეკ 2011) მონაწილეობისთვის”, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორ არჩილ ფრანგიშვილისადმი მიწერილ სამადლობელ წერილში |
|
|
სტუ-ში სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა |
სტუ |
|
|
16 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, გაიხსნება სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. 16-18 მაისს ჩატარდება კონფერენციის პირველი ეტაპი. კონფერენციის I ეტაპში მონაწილეობას იღებს შესაბამისი წესით დარეგისტრირებული ყველა სტუდენტი (ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტები) |
|
|
დიმიტრი შაშკინმა ”ჩაღლარის” ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა |
მეცნიერება |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”ჩაღლარის” საგანმანათლებლო სასწავლებლების ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა პერსონალური კომპიუტერები გადასცა არჩილ ინასარიძეს საინჟინრო გამოგონებისთვის, ტოგოს რესპბულიკის წარმომადგენელს აბდულატივ აბდულგაფურს, აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ნოვაციისთვის ქიმიაში აზერ ასკაროვსა და ასლან მანსუროვს, ასევე საინჟინრო გამოგონებისთვის ფიზიკაში მონაწილეს ავღანეთიდან ლუკსეგბედჯი-სიკა |
|
|
საქართველომ ევროვიზიაზე მე-9 ადგილი დაიკავა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დიუსელდორფში გამართულ ევროვიზიის კონკურსში ქართული ჯგუფი Eldrine მე-9 ადგილზე გავიდა. კონკურსში აზერბაიჯანულმა დუეტმა Ell&Nikki (ელდარ კასუმოვი და ნიგიარ ჯამალი) გაიმარჯვა. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მეორე და მესამე ადგილებზე გადული იტალიელი და შვედი შემსრულებლები |
|
|
პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა |
სიახლე |
|
|
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. პატრიარქმა მათ გამოცდების კარგად ჩაბარება უსურვა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|