« ივლისი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დააჯილდოვეს |
სტუ |
|
|
![სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დააჯილდოვეს სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დააჯილდოვეს](http://news.gtu.ge/uploads/posts/2014-06/1403701839_untitled-1.gif) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები დაჯილდოვდნენ. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ჯუმბერ უფლისაშვილი, ჯუმბერ იოსებიძე და გიორგი მალაშხია საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ |
|
|
თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მექანიკა 2014” |
სტუ |
|
|
![თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მექანიკა 2014” თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მექანიკა 2014”](http://news.gtu.ge/uploads/posts/2014-06/1403188548_untitled-1.gif) 19-21 ივნისს ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მექანიკა 2014”, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მანქანებისა და მექანიზმების მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის საერთაშორისო ფედერაციის (იფტომმ) საქართველოს კომიტეტის, რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის მიერ |
|
|
სტუ-ში განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის მემორანდუმი გაფორმდა |
სტუ |
|
|
![სტუ-ში განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის მემორანდუმი გაფორმდა სტუ-ში განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის მემორანდუმი გაფორმდა](http://news.gtu.ge/uploads/posts/2014-06/1402497944_untitled-1.gif) მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი |
|
|
სტუ-მ თელავის სკოლას ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა |
სტუ |
|
|
![სტუ-მ თელავის სკოლას ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა სტუ-მ თელავის სკოლას ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა](http://news.gtu.ge/uploads/posts/2014-06/1402497876_bbbbbbbbbbbbbb.gif) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა. სკოლაში უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა ვირტუალური მოდელებისა (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა) და რეალურ-ვირტუალური ცდების დემონსტრირება გამართეს, ასევე წარმოადგინეს დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ |
|
|
შეხვედრა სტუ-ის ამაგდარ ქალბატონებთან |
სტუ |
|
|
![შეხვედრა სტუ-ის ამაგდარ ქალბატონებთან შეხვედრა სტუ-ის ამაგდარ ქალბატონებთან](http://news.gtu.ge/uploads/posts/2014-06/1402398250_m.gif) 9 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა. შეხვედრა ამაგდარ ქალბატონებთან გუშინ, 16:00 საათზე, სტუ-ის მეორე კორპუსში, მესამე სართულზე გაიმართა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|