« იანვარი 2025 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ქვეყანაში ახალი კოდები მოქმედებს |
--- |
|
|
ქვეყანაში ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების გეოგრაფიული ზონების ახალი კოდები მოქმედებს. 2011 წლის განმავლობაში ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაო ეტაპობრივად განხორციელდება |
|
|
სააღდგომო ეპისტოლე |
--- |
|
|
სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! |
|
|
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. ამ დღესასწაულს საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, კაცები ქალებს ვარდებს სჩუქნიდნენ და მათგან წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ხოლო მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე "იუნესკომ", წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, ამ დღის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო |
|
|
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება |
--- |
|
|
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღნიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს |
|
|
გიგი უგულავამ სტუ-ში მერიის პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაცია გამართა |
სტუ |
|
|
თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს - მეცნიერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და ექსპერტებს შეხვდა. უგულავამ სტუმრებს მერიის პროექტის - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” - ახალი ეტაპი გააცნო და პროგრამის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა |
|
|
სვეტიცხოვლის ტაძარში მირონს აკურთხებენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
21 აპრილს, სვეტიცხოვლის ტაძარში, მირონს აკურთხებენ. ცერემონიას თავად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეასრულებს. უწმინდესი დიდ ხუთშაბათს „ფერხთბანის" რიტუალსაც ჩაატარებს და ვნების თორმეტ სახარებას წაიკითხავს |
|
|
ნატო-ს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა |
სტუ |
|
|
20 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნატო-ს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ახლად აღდგენილი საესტრადო ორკესტრი, ანსამბლი “ურსა”, ხალხური სიმღერების ანსამბლი “ქართველო”, ხალხური ცეკვის ანსამბლი “მერანი”, მომღერლები - ნუკრი კაპანაძე, ირმა სოხაძე და სხვები |
|
|
სტუ-სა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას, ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და კლაიპედას უნივერსიტეტის რექტორმა, ჟულკუს ვალდასმა |
|
|
სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა |
სტუ |
|
|
20 აპრილს თბილისში, ნატო-ს დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება". ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მას მხარს უჭერენ ევროპისა და აშშ-ის ცნობილი აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციები |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|