« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან |
სიახლე |
|
|
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. დღეს, 11 თებერვალს, ონლაინრეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართეს |
|
|
ინფორმაციის ბუნებისა და სინერგიის თემაზე კონფერენცია ტარდება |
სტუ |
|
|
20-24 აპრილს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება”. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მას მხარს უჭერენ რამდენიმე ცნობილი ევროპისა და აშშ-ის აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაცია |
|
|
14 თებერვლიდან ძვირფასი ლითონების ექპერტ-შემფასებელთა კურსი იწყება |
სტუ |
|
|
14 თებერვლიდან 7 მარტამდე ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან არსებული “ძვირფასი ლითონების’’ ექპერტ-შემფასებელთა მომზადების სპეციალიზებული კურსი. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საჭირო საბუთები: 1. ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი; 2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი; 3. დიპლომის ქსეროასლი; 4. CV ან ავტობიოგრაფია |
|
|
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ელექტრონული ფორმა ინერგება |
სიახლე |
|
|
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ელექტრონული სწავლება ინერგება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში". კანონპროექტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ პირებს ეძლევათ საშუალება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურზე განათლება ელექტრონული ფორმით მიიღონ |
|
|
სტუ-ში პირველმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია |
სტუ |
|
|
7 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველმა დოქტორანტმა, არჩილ კოხტაშვილმა დისერტაცია დაიცვა. სადოქტორო ნაშრომი - “ენერგოსისტემაში უეცრად წარმოქმნილი აქტიური სიმძლავრის დეფიციტის ან ნაჭარბის ლიკვიდაცია” - ავტორმა სტუ-ის ენრგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე დაიცვა. სადისერტაციო საბჭოს კოლეგიამ არჩილ კოხტაშვილს დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა |
|
|
სტუ-ში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა |
სიახლე |
|
|
8 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები |
|
|
გამოსაშვები გამოცდებისთვის მეთვალყურეთა შერჩევა დაიწყო |
სიახლე |
|
|
8 თებერვალს, 13:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდებისთვის მეთვალყურეთა შერჩევის პროცესს დაესწრება (მინდელისN9). გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდებისთვის მეთვალყურეთა შერჩევის პროცესი დაიწყო.მეთვალყურეთა შერჩევა ორ ეტაპად ჩატარდება. ამჟამად მიმდინარეობს პირველი შესარჩევი ეტაპი, სადაც მოწმდება, შეუძლია თუ არა მეთვალყურეს კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა, გადატვირთვა, კონკრეტული მისამართის მოძებნა ინტერნეტში და სხვა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|