« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
პატრიარქს 78 წელი შეუსრულდა |
--- |
|
|
4 იანვარს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს 78 წელი შეუსრულდა. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი. ნაჩვენები იქნება თამარ ბართაიას ფილმი “სტუმრად პატრიარქთან” და აჟღერდება მრავალჟამიერი, რომელსაც სამების მგალობელთა გუნდი და ანსამბლი “ბასიანი” შეასრულებენ. ღონისძიების დაწყებამდე, 11:00-იდან 13:00 საათამდე, საპატრიარქოში გაიმართება უწმინდესისთვის დაბადების დღის მიმლოცველთა მიღება |
|
|
მინისტრმა დამსახურებულ პედაგოგს ახალი წელი მიულოცა |
--- |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №10 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ქეთევან დოლიძეს ეწვია, ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად პერსინალური კომპიუტერი გადასცა. ქეთევან დოლიძე თითქმის 50 წელია სკოლაში მოღვაწეობს, იგი სწავლების ნოვატორული მეთოდების დანერგვისათვის ორჯერ ქალაქის წლის საუკეთესო პედაგოგად იყო დასახელებული, იყო ჩართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდების კომისიებში, 2001 წელს აირჩიეს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებულ წევრად, 2004 წელს ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ" გრანტი გამოუყო. ქეთევან დოლიძის შესახებ არაერთგზის იბეჭდებოდა გაზეთებში, 2010 წელს მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიამ "ბავშვთა აღზრდისა და განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის" მედლითა და სიგელით დააჯილდოვა |
|
|
15 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება |
სიახლე |
|
|
დღეს, 2 იანვარს 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მათემატიკის 10 და ინგლისური ენის 5 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს |
|
|
კურდღლის წელი ზოდიაქის თითქმის ყველა ნიშნისთვის წარმატებული იქნება |
--- |
|
|
ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2011, თეთრი ლითონის ბოცვერის (კატის, კურდღლის) წელი ზოდიაქის თითქმის ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება. ვირთხა - 2011 წელი ვირთხებისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. ვირთხა ყოველთვის კმაყოფილი იქნება თავისი სამუშაოთი. მას გაუმართლებს ყველაფერში და შეძლებს არარეალურის გაკეთებას. ხარი - არცთუ ისე კარგი წელი გელით წინ. ხარი ძალიან სერიოზული ნატურაა და ვერ ეგუება არეულობას. კურდღელი (იაპონური ჰოროსკოპით კატა) - 2011 წელი კატისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელიწადი იქნება. ეს წელიწადი თქვენთვის იქნება ენერგიული. აუცილებლად აკრიფეთ ენერგია, რათა მოემზადოთ შემდეგი წლისთვის |
|
|
იპოლიტე ხვიჩიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ცნობილი ქართველი მსახიობის, იპოლიტე ხვიჩიას დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იპოლიტე ხვიჩია 1910 წლის 31 დეკემბერს სოფელ კონტუათში (ახლანდელი ხონის რაიონი) დაიბადა. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", "სასტუმროს დიასახლისი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კოხტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!") და სხვა |
|
|
სტუ-ში გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრი გაიხსნა |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა სუბიექტებმა (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები) სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრი გახსნეს. ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნულია საქართველოს სინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ შავგულიძე |
|
|
პრეზიდენტმა პატრიარქი რუსთაველის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა |
სიახლე |
|
|
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე რუსთაველის სახელობის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა. ჯილდო პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქს ქუთაისში ბალანჩივაძეების სახელობის " Music Hall "-ის გახსნაზე გადასცა. "წლების განმავლობაში ვუსმენდი საქართველოს პატრიარქის ნაწარმოებებს, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ავტორი მისი უწმინდესობა იყო. ყოველთვის მეგონა, რომ ეს მსოფლიოს რომელიმე კლასიკოსი კომპოზიტორის შემოქმედება იყო. მინდა გავიხსენოთ ყველამ 1977 წელი, როდესაც მისი უწმინდესობა ჩაუდგა სათავეში ჩვენს ეკლესიას. ეს იყო წლები, როცა პარტიული ნომერკლატურის შვილების ნაწილი მხოლოდ რუსულ სკოლებში დადიოდნენ, როცა წახალისებული იყო ყველაფერ ქართულზე უარის თქმა და ხდებოდა ჩვენი იდენტურობის შევიწროვება", - აღნიშნა სააკაშვილმა |
|
|
“ტექნიკურ უნივერსიტეტში” ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი ჩამოყალიბდა |
სიახლე |
|
|
საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტში”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით (დადგენილება №351.24.11.10), ჩამოყალიბდა ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ზოგადად ქართული სალიტერატურო ენის და, კერძოდ, ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის განვითარების პროცესს იმ მხრივ, რომ ქართული ენა სრულად იყენებდეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნილ საგანძურს, იყოს მაქსიმალურად მონოლითური, ჭეშმარიტად ხალხური და ჯეროვნად მოემსახუროს ქართველ ხალხს, როგორც მათი კულტურის წინსვლისა და განვითარების იარაღი |
|
|
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების მუშაობა შეფასდა |
სიახლე |
|
|
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა დირექტორებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ერთად შეაფასეს როგორ მუშაობს სკოლებში ქცევის ახალი კოდექსები |
|
|
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო |
სიახლე |
|
|
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის პირველი საჯარო სკოლაში დამეგობრებული საჯარო სკოლების მოსწავლეების, სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების თანამშრომლობის შედეგად ერთობლივი ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყო |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|