« სექტემბერი 2025 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტები საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროში ითანამშრომლებენ |
მეცნიერება |
|
|
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კანადაში ტორონტოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობა იყო. ტორონტოს უნივერსიტეტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო უნივერსიტეტების სიაში, განსაკუთრებით საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით, რაც საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრისას დაიგეგმა აქტიური თანამშრომლობა სტუდენტთა გაცვლის, საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში გამოცდილების გაზიარებაში |
|
|
დღეს ნიკოლოზობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
 დღეს ნიკოლოზობაა - წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის (257-351) მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის ხსენების დღე. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიაქრი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას აღავლენს. თბილისში, კრწანისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაიხსნება. ეკლესიას ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე აკურთხებს. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძარის მშენებლობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს დაიწყო. ტაძარი მრევლის შემოწირულობით აშენდა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 დეკემბერი და 9 მაისი ახალი სტილით - 19 დეკემბერი და 22 მაისი |
|
|
სამართლის აქტუალური პრობლემების თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება |
მეცნიერება |
|
|
 18-19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება I საერთაშორისო კონფერენცია "სამართლის აქტუალური პრობლემები". კონფერერენციის თემაა "სამართალი დროსა და სივრცეში". კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ მიმართულებებში: საკანონმდებლო რეფორმა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში; კერძო სამართლის რეფორმა; საჯარო სამართლის რეფორმა; მართლმსაჯულების ინსტიტუტი; კორპორაციული სამართლის განვითარება |
|
|
საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობაზე 130 მლნ. ლარი დაიხარჯება |
სიახლე |
|
|
 2011 წელს საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი შავი ზღვის მაღალი ძაბვის (500/400კვ) ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობისთვის 130 მლნ. ლარის დახარჯვა იგეგმება. ფინანსთა მისტრის განმარტებით, მომავალ წელს მთავრობა ამ მიმართულებით 130 მლნ ლარი დაიხარჯებას ვარაუდობს. "ეს პროექტი ჯამში 3-წლიანი გახლავთ და მისი განხორციელების შემდეგ საქართველოს ეხსნება გზა, დიდი მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტი აწარმოოს თურქეთში. თურქეთიდან უკვე მისი ექსპორტი ტექნიკურად შესაძლებელია როგორც ერაყში, ისე ბალკანეთის ქვეყნებში, სადაც ელექტროენერგიის დეფიციტი არსებობს", - აცხადებს კახა ბაინდურაშვილი. მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარარების მთავარი ძრავა, ამიტომ ეს პროექტი მეტად მნიშვნელოვანია |
|
|
უკრაინის ტექნოლოგიური ცენტრის ინიციატივით მრგვალი მაგიდა გაიმართა |
მეცნიერება |
|
|
 17 დეკემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის (უსტც) ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც ითვალისწინებდა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის შედეგების კომერციალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნულ ღონისძიებაზე სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ უსტც-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვიქტორ კორსუნი, მისი კონსულტანტი ტატიანა ილიაში, კიევის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის პრორექტორი პაველ ციბულიოვი, ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიების ტრანსფერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი პუგაჩი და პატენტმცოდნე (კოორდინატორი) ოლეგ ზალოჟენკოვი |
|
|
ენერგეტიკული პრობლემების თემაზე ონლაინკონფერენცია გაიმართა |
მეცნიერება |
|
|
 17 დეკემბერს სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართა სამეცნიერო ონლაინკონფერენცია “სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული პრობლემები”. კონფერენცია ჩატარდა USAID-ის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, მისი ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით. ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან არსებული “ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის” და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტ 480-ის მონაწილეობით |
|
|
დღეს ბარბარობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
 17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულება. მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანის, წმინდა დიდმოწამე ბარბარე ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 დეკემბერი, ახალი სტილით - 17 დეკემბერი. წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა |
|
|
გამოცდების ეროვნულ ცენტრში Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება |
სიახლე |
|
|
 გამოცდების ეროვნულ ცენტრში Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში საატესტატო საგამოცდო სისტემის შექმნაზე მსოფლიოში აღიარებული განათლების ექსპერტი, კონექტიკუტის უნივერისტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (აშშ) სვამინათან ჰარიჰარანი მუშაობს. სვამინათან ჰარიჰარანმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ სამდღიან სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გაეცნო |
|
|
T. BLUES MOB-ი მაგთი კლუბში კონცერტს გამართავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
 15 დეკემბერს, 14:00 საათზე, მაგთი კლუბში (რუსთაველის გამზ. #22) გაიმართება პრესკონფერენცია T. BLUES MOB-ის კონცერტთან დაკავშირებით. კონცერტი შედგება მაგთი კლუბში 16 დეკემბერს, 20:00 საათზე. T. BLUES MOB _ ვირტუოსი ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდია, იგი ცნობილია ბლუზის საკუთარი, უკომპრომისო ვერსიით, რომელიც როკის, ჯაზისა და სოულის ელემენტებს ეფუძნება. ბენდის რეპერტუარი მოიცავს როგორც პოპულარული ჯაზკომპოზიციების ორიგინალურ ვერსიებს, ასევე ნაკლებად ცნობილ, ტრადიციულ ბლუზსიმღერებს; როკისა და სოულის ჟანრში შექმნილ საკუთარ კომპოზიციებს |
|
|
ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს |
სიახლე |
|
|
 ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილისთვის 3 პედაგოგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადეს საუკეთესო გაკვეთილის კონკურსი საპილოტე პროგრამის ”ნეტბუქები პირველკლასელებისთვის” მონაწილე დამრიგებლებისთვის |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|