« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ორთაჭალაში ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხეს |
კულტურა, სპორტი |
|
|
თბილისში, ორთაჭალაში, წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხეს. ტაძრის კურთხევა და საზეიმო ლიტურღია ცურტავის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჩაატარა. წირვის შემდეგ პარაკლისი საქართველოოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა და მრევლი და ეკლესიის აღმშენებლები დალოცა. ეკლესიის მშენებლობა საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერით დასრულდა. ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის კურთხევა წმიდა მეფის ხსენების დღეს დაემთხვა და მას საქართველოს პროკურატურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს ქართლის მეფის, პოლიტიკური მოღვაწისა და სარდლის, ქართველი წმინდანის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე აღინიშნება. "გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული |
|
|
იუნესკო საქართველოში 7 ახალ პროექტს დააფინანსებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) საქართველოში კიდევ 7 პროექტს დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, ამ მიზნით ორგანიზაცია 126 ათას აშშ დოლარს გამოყოფს. "იუნესკოს" თანადაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დოკუმენტაციის განახლება, ვაშა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური საიუბილეო კატალოგის გამოცება, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნა, ასევე მოქვის სახარების დიაგნოსტიკა, ციფრულ მატარებლებზე გადატანა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის რეინსტალაცია მოხდება |
|
|
ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 13 დეკემბერს, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში გადაიხდის, რომელიც I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს |
|
|
ნეკრესში 40 მოწამის წმიდა ნაწილებს ჩააბრძანებენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
12 დეკემბერს ნეკრესობა - აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე - აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ნეკრესში 40 მოწამის წმიდა ნაწილებს ჩააბრძანებენ. ტაძარში შესულ მორწმუნეებს წმიდა ნაწილებთან ლოცვის საშუალება მიეცემათ. სადღესასწაულო წირვა დილის 8:00 საათზე ყვარლის ღვთისმშობლის ეკლესიიდან მსვლელობით დაიწყება. აბიბოს ნეკრესელი იყო საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელი მამათგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან VI საუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) გავლენას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა) |
|
|
IT Startup დღეების ფარგლებში განზრახვათა მემორანდუმი გაფორმდა |
ტექნოლოგიები |
|
|
10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში IT Startup დღეების ფარგლებში კომპანიების მიერ შერჩეულ გუნდებსა და უშუალოდ ინვესტორებს შორის გაფორმდა განზრახვათა მემორანდუმი თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით. IT Startup დღეების ფარგლებში ფინალში გასული რვა პროექტიდან 4 პროექტი შეირჩა. შეგახსენებთ, რომ IT Startup დღეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით 25 ნოემბერს დაიწყო. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პირველი ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ქაშიბაძემ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა. დასკვნითი ღონისძიება კი 7 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა |
|
|
სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლებმა კარადენიზის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩაატარეს |
სიახლე |
|
|
29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით „ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების “ N 89 მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე და ამავე მიმართულების უფროსი მასწავლებელი მიხეილ ქანთარია მივლინებით ეწვივნენ თურქეთს, ქ. ტრაბზონის კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც ჩაატარეს სამეცნიერო სემინარი თემაზე „ტექნოლოგიურ პროცესებში ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენება“. სემინარს ესწრებოდნენ საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და 200-მდე სტუდენტი. თურქულად "კარადენიზის" ტექნიკური უნივერსიტეტის სახელწოდებაა შავი ზღვის აუზის ტექნიკური უნივერსიტეტი. ის დაარსდა 1955 წელს და თურქეთის სამაგალითო უნივერსიტეტია |
|
|
ჯუმბერ ლომინაძეს ბრწყინვალების ორდენი გადაეცემა |
მეცნიერება |
|
|
10 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გამოჩენილ მეცნიერს, ასტროფიზიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსს, ჯუმბერ ლომინაძეს ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის ბრწყინვალების ორდენი გადაეცემა |
|
|
სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს |
სიახლე |
|
|
სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და მოცულობას წლიური მოცულობის არა უმეტეს 10%-ისა |
|
|
ირინე ქურდაძე პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელების ანგარიშს წარადგენს |
სიახლე |
|
|
დღეს, 9 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე სამინისტროს 2010 წლის ანგარიშს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2009-2012 წლები) განხორციელების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგენს. კონფერენციას დაესწრებიან პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები |
|
|
უმაღლესი სასწავლებლები არამომგებიანი იურიდიული პირები გახდებიან |
სიახლე |
|
|
საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთმევათ . ამის შესახებ ცნობილი განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროში გამართული შეხვედრის დროს გახდა, სადაც დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო. შაშკინის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტები არამომგებიანი იურიდიული პირები გახდებიან და ამ გზით მათ გაცილებით ფართო ავტონომიური უფლებები მიენიჭებათ. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ განმარტა, ახალი სტატუსის შესაბამად, უნივერსიტეტები კერძო სამართლის იურიდიული პირები გახდებიან და ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად მეტი საშუალება ექნებათ |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|