« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური განათლების საკითხებს გაითვალისწინებენ |
სიახლე |
|
|
ინკლუზიური განათლების მიმართულებით, 2011-2012 სასწავლო წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი მიდგომები დაინერგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში. ცვლილებების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობაა. ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის აუცილებელია, საკანონმდებლო ბაზა არეგულირებდეს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ტერმინების აღიარება; სახელმწიფოს მხრიდან პროცესში ჩართული ორგანოების ვალდებულებების განსაზღვრა; ინკლუზიური განათლების პროცესში შესაბამისი სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდების ჩართვა სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჟესტური ენისა და "ბრაილის" სისტემის გამოყენება |
|
|
"ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს |
--- |
|
|
"ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად გამოკითხვას, ტრადიციულად, ახალი ამბების სააგენტო GHN და საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფი GCG ატარებენ. ორგანიზატორების განცხადებით, სულ გამოკითხული იქნება 2600 რესპოდენტი. გამოკითხვაში ჩართული იქნებიან ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები. მიმდინარე წელს გამოკითხვა განსხვავებული ფორმით ტარდება. ერთადერთი ნომინაცია, სადაც რესპოდენტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევნის საშუალება, არის "წლის ადამიანი", სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტაში მითითებულია კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც საინიციატივო ჯგუფებისა და ცალკეული ორგანიციების მიერ არიან დასახელებულნი |
|
|
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად ჯემალ გახოკიძე აირჩიეს |
მეცნიერება |
|
|
წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 30 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად პროფესორი ჯემალ გახოკიძე აირჩიეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 21 ოქტომბრის # 54 სხდომის # 4 გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობით საბჭოში 36 კაცი იქნება. სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები სტუ-ის ფაკულტეტებზე 2010 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა. აირჩიეს წარმომადგენლობითი საბჭოს 36 წევრი |
|
|
მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართება |
ტექნოლოგიები |
|
|
დღეს, 1-ელ დეკემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, სახელმწიფო სექტორის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდა, უწყებებს შორის ინფორმაციის სწრაფი და გამჭვირვალე გაცვლა, ასევე მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტური მომსახურების მიწოდება |
|
|
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების შეხვედრა გაიხსნა |
ტექნოლოგიები |
|
|
30 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: “როგორ შევადგინოთ კომერციული კვლევითი ხელშეკრულებები სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სფეროს კომპანიებსა და საქართველოს აკადემიურ ლაბორატორიებს შორის”. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფონდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დამფინანსებელი - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა. შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ |
|
|
პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა |
კულტურა, სპორტი |
|
|
73 წლის ასაკში ცნობული რუსი პოეტი, რუსული ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და საქართველოს დიდი მეგობარი, ლეგენადრული პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა. ბოლო დროს იგი ხშირად ავადმყოფობდა და გარდაცვალების მიზეზიც გულის შეტევა გახდა. ბელა (იზაბელა) ახატის ასული ახმადულინა 1937 წლის 10 აპრილს მოსკოვში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ლექსებს ბეჭდავდა 1955 წლიდან. პირველი კრებული, „სიმი“, 1962 წელს გამოსცა. ლირიკული ლექსების გარდა ავტორია პიემების, მოთხრობების, ნარკვევების, ლიტერატურული პორტრეტებისა და ესეებისა. ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია მხატვრულ თარგმანს. მან პირველმა წარუდგინა რუსულენოვან მკითხველს ანა კალანდაძე, პირველმა დაარღვია გალაკტიონ ტაბიძის უფერულ თარგმანთა სტერეოტიპი და რუსულად ააჟღერა მისი შედევრები. შესანიშნავად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ა. სულაკაურის, მ. ქვლივიძის, თ. ჭილაძის, ო. ჭილაძის, მ. ფოცხიშვილის, ი. ორჯონიკიძის, აგრეთვე აფხაზი მწერლების: ბ. შინქუბას და ვ. თარბას ნაწარმოებები |
|
|
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულის ნამუშევრების გამოფენა იხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
29 ნოემბერს რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულის დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა იხსნება. კონკურსი "ქართული კალიგრაფია" ტარდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "წამის" ორგანიზებით. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ებრაული და არაბული კალიგრაფიის 33 ნიმუში. გამოფენის მიზანია ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობის პოპულარიზაცია. თემატიკა თავისუფალია |
|
|
2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეის 49 წევრმა მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა. ფარულ კენჭისყრაში 49 დელეგატიდან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო. ქართული მხარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს |
|
|
ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის თემაზე კონფერენცია ჩატარდება |
ტექნოლოგიები |
|
|
29 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება კონფერენცია თემაზე "საქართველოში ანალოგური ტელერადიომაუწყებლობიდან ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის აქტუალური საკითხები~. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლები. |
|
|
IT Startup Days დღეების ფარგლებში, სტუ-ში პირველი ღონისძიება გაიმართა |
სიახლე |
|
|
25 ნოემბერს, IT Startup Days დღეების ფარგლებში, სტუ-ში გაიმართა პირველი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საინკუბაციო პროექტების გამოვლენას და ამ მიმართულებით აქტივობების გაზრდას. IT Startup წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ბიზნესსკოლებისა და ფაკულეტების სტუდენტების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლებისა და ფაკულტეტების სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|