News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს მეცნიერება
სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირი სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 21 ოქტომბრის # 54 სხდომის # 4 გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობით საბჭოში 36 კაცი იქნება. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ადრე ავტომატურად ხდებოდა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ახლა კი მას კონკურსის წესით ირჩევენ.
წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების და ბიბლიოთეკის წარმომადგენლების არჩევნების პროცესი ქვემოთ მითითებული ვაკანსიების მიხედვით 29 ოქტომბრიდან დაიწყო
სიღნაღში ჩატარდება ფესტივალი “შემოდგომის სურათები სიყვარულის ქალაქში" კულტურა, სპორტი
სიღნაღში ჩატარდება ფესტივალი “შემოდგომის სურათები სიყვარულის ქალაქში" 27 ნოემბერს სიღნაღში ჩატარდება ფესტივალი “შემოდგომის სურათები სიყვარულის ქალაქში".
როგორც რადიო "ჰერეთი" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ეკა გულიაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ღონისძიება სამ ნაწილად ტარდება.
"ამ დღეს სიღნაღის ცენტრალურ ქუჩებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება: ბარათაშვილის ქუჩაზე გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები. აივნები მოირთვება ძველი ქართული ხალიჩებით, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მომღერლები გააცოცხლებენ სიღნაღის ძველ სახეს და ააჟღერებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. აქვე განთავსდება ღვინის კასრები, ჩაიდგმება თონეები, შეიწვება მწვადი, მოდუღდება თათარა და გაივლება ჩურჩხელები", - განაცხადა ეკა გულიაშვილმა


სტუ-ში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა გაიმართა ---
სტუ-ში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა გაიმართა 19 ნოემბერს სტუ-ში გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სპეციალობის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების შეხვედრა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ზურაბ აბაშიძესთან. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
სტუმარმა ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საკითხებზე ზოგადად, შეეხო თანამდეროვე პოლიტიკურ ვითარებას, უპასუხა დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს
ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ერთ წელიწადში დასრულდება სიახლე
ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა ერთ წელიწადში დასრულდება დღეიდან, 25 ნოემბრიდან, ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, 25 ნოემბრიდან ძალაში შედის მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება "საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ".
ქაშიბაძის განმარტებით, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი უახლოეს ხანებში დაიწყება და მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნუმერაციის ეროვნული სისტემა საქართველოს ქალაქების არსებული კოდების შეცვლას ითვალისწინებს
საქართველო და სომხეთი ელექტროგადაცემის სფეროში ითანამშრომლებენ ტექნოლოგიები
საქართველო და სომხეთი ელექტროგადაცემის სფეროში ითანამშრომლებენ"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და სომხეთის ენერგოსისტემის ოპერატორს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი გახდება ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობა ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში.
საქართველოსა და სომხეთის ელექტროსისტემების ოპერატორები აპირებენ პარტნიორობას იმ თანამშრომლობისა და დაფინანსების მეშვეობით, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს შეუწყობს (Tetra Tetra Tech -ისა და აშშ-ის ენერგეტიკული ასოციაციის საშუალებით)
მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა მეცნიერება
მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა 25 ნოემბერს მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა. 1990 წელს, 60 წლის ასაკში, ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ მამარდაშვილი თბილისში მომავალი, გზაში, მოსკოვის აეროპორტში გარდაიცვალა.
მამარდაშვილი 1930 წლის 15 სექტემბერს გორში დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში იყო სამეცნიერო ჟურნალის, "ვოპროსი ფილოსოფიი", მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

სტუ-ში პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება სიახლე
სტუ-ში პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება 23-24 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემპიონატი პროგრამირებაში ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის. ჩემპიონატი თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში ტარდება და თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავს.
24 ნოემბერს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი (გუნდური) და, ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი. 26 ნოემბერს იგეგმება სამხრეთ კავკასიის სტუდენტთა ღია ჩემპიონატი (პირადი), 27 ნოემბერს კი – ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო დახურვა
სტუ-ში GEO-RICAP პროექტის პირველი სხდომა ჩატარდა მეცნიერება
სტუ-ში GEO-RICAP პროექტის პირველი სხდომა ჩატარდა 22-23 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული GEO-RICAP პროექტის პირველი სხდომა, რომელზედაც მოწვეული იყვნენ Representatives of German Research Centre for Artificial Intelligence (DFKI); European Research Consortium for Informatics and Mathematics (ERCIM) and GIRAF (France, Germany); National information point of Ukraine (NIP), representative of EC Delegation in Georgia და სხვები
24 ნოემბერს ახალგაზრდული სამიტი ჩატარდება ---
24 ნოემბერს ახალგაზრდული სამიტი ჩატარდება დღეს, 24 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდება ახალგაზრდული სამიტი, რომლის მსვლელობაშიც საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები და 10 უნივერსიტეტის შერჩეული აქტიური სტუდენტები საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების (Millennium Development Goals) შესრულების შესახებ იმსჯელებენ.
სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად სამიტს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან
დღეს გიორგობაა კულტურა, სპორტი
დღეს გიორგობაა დღეს, 23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია უდიდეს დღესასწაულს - "წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა" ხსენების დღეს, გიორგობას - აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება. სადღესასწაულო 09:00 საათზე დაიწყო.
გიორგობა ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობაა. გადმოცემის თანახმად, დღესასწაული საქართველოს განმანათლებელმა, წმინდა ნინომ დაააწესა. ცნობილია, რომ ის წმინდა ძლევაშემოსილი გიორგის ნათესავი იყო, მას ეთაყვანებოდა და ქვეყანას მისი სიყვარული და თაყვანისცემა უანდერძა.
წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შესულია როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში მხედრად განმწესდა. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge