« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
"გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
ლიტერატურული კონკურსის, "გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ. ჟიურიმ 24 გამომცემლობიდან შემოსული 120 წიგნიდან გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა. ნომინაციაში წლის წიგნი გაიმარჯვა ზურაბ ლეჟავამ _ "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"). ამ ნომინაციაში გამარჯვებული ზურაბ ლეჟავა კულტურის სამინისტროსგან დამატებით საჩუქრად საწერ მაგიდას მიიღებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომელმაც წლის წიგნის ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა. თარგმნილი წიგნის ნომინაციაში გიმარჯვა ლია ჩლაიძემ ორჰან ფამუქის _ "მე მქვია წითელის" თარგმნისთვის ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა") |
|
|
თბილისობის დღესასწაული დაიწყო |
--- |
|
|
21 ოქტომბერს თბილისობის ტრადიციული დღესასწაული დაიწყო. 22 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაული ვაკის პარკში, კლუბ "33ა"-ში, ახალბედა ჯგუფების შესრულებით თანამედროვე მუსიკის კონცერტით გაგრძელდება. 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივში გამოფენა - "მრავალფეროვანი თბილისი" მოეწყობა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება, ხოლო 15:00 საათზე თბილისის მთავარი ბიბლიოთეკაში გამოფენა "წიგნები თბილისზე" გახსნება. 16:00 საათზე დაგეგმილია ნანტი-თბილისის ურთიერთობების ფარგლებში, ჟიულ ვერნის ნაწარმოების "ყინულის სფინქსის" ახალი თარგმანის პრეზენტაცია |
|
|
სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა |
მეცნიერება |
|
|
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; პასუხისმგებელი მთრგმნელობით საქმიანობაზე - ენებისა და კომუნიკატივისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი მაკა ჩხეიძე; მდივანი - ასისტენტ-პროფესორი თ. ბონდარენკო; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, სრული პროფესორები: ბორის იმნაძე, თემურ ჯაგოდნიშვილი, თამარ მებუკე, ასოცირებული პროფესორი ტატიანა მეგრელიშვილი |
|
|
დღეს ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაცია გაიმართება |
სიახლე |
|
|
21 ოქტომბერს 13:00 საათზე, სასტუმრო ”Tbilisi Marriott”-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით, დოკუმენტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე წარადგენენ |
|
|
პროფსასწავლებლებში სწავლების საფასურის 80%-ს სახელმწიფო დააფინანსებს |
სიახლე |
|
|
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების საფასურის 80%-ს სახელმწიფო 2011 წლის იანვრიდან დააფინანსებს. ამის შესახებ 20 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფსასწავლებლების რეორგანიზაცია 2011 წლის ბოლომდე დასრულდება, პროფსასწავლებლებს სახელი შეეცვლება და "პროფესიული სწავლების კოლეჯები" დაერქმევა |
|
|
ოქროს პერგამენტის ლაურეატობის კანდიდატთა დასახელება სრულდება |
--- |
|
|
15 ნოემბერს "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატთა დასახელება დასრულდება. წლის ადამიანებისა და კომპანიების ლაურეატობის კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ დაინტერესებულ პირთა საინიციატივო ჯგუფებს (არანაკლებ სამი წევრისა), დაწესებულებებსა და კომპანიებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფონდებს და ა.შ.. წარმოდგენილი კანდიდატები შეყვანილნი იქნებიან გამოკითხვის ანკეტაში, რომლის საფუძველზედაც საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფი GCG საქართველოს მასშტაბით ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყება |
|
|
დღეს თომა მოციქულის ხსენების დღეა |
--- |
|
|
დღეს, 19 ოქტომბერს, ეკლესია წმინდა მოციქულის, თომას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული თომა ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მარჩბივად წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში. სახელი "თომა" არამეულია. ბერძნულად გამოითქმის როგორც "დიდიმ". ორივე სახელი ნიშნავს "ტყუპისცალსი ანუ მარჩბივს". გადმოცემით, თომა მოციქული გალილეას პენეადიდან იყო. თომა მოციქული გამოირჩეოდა სკეპტიციზმით. თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. წმინდა თომას ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომის და მოითხოვა, თავად დარწმუნებულიყო. ხელით განიხილა აღმდგარი ქრისტეს ჭრილობები და მხოლოდ მაშინ დაიჯერა ქრისტეს აღდგომა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|