News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

მიუნხენში დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი გამოიცა კულტურა, სპორტი
მიუნხენში დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი გამოიცა გერმანიაში, მიუნხენში, გამოიცა ქართველი პოეტის, დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი “არსებითი სვლები და თორმეტი სხვა ლექსი“.
აღსანიშნავია, რომ ავტორის ყველა ლექსი ორ ენაზე, ქართულად და გერმანულად არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, წიგნში შესულია ავტორთან ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც პოეტი თავისი ესთეტიკის, პოეტური გამოცდილების, ქართული სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის და ბევრი სხვა საინტერესო თემის შესახებ ესაუბრება გერმანელ მკითხველს. წიგნის გარეკანზე მითითებულია, რომ დათო ბარბაქაძე ევროპული პოეზიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ლექსები თარგმნილია ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის შტეფი იუნგერ-ხოტივარის და გერმანელი პოეტის ბენედიქტ ლედებურის მიერ
საქართველოში ნატოს დღეები იხსნება სიახლე
საქართველოში ნატოს დღეები იხსნება 18 ოქტომბერს საქართველოში ნატოს დღეები იხსნება. კვირეული 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ნატოს დღეების ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა სიახლე
თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა 17 ოქტომბერს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა.
"კლიმატის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებებს ველოსიპედისტების და სკეიდბორდისტების მსვლელობა გახსნის, რომელშიც მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ
უსინათლო მთამსვლელი მყინვარწვერს დალაშქრავს კულტურა, სპორტი
უსინათლო მთამსვლელი მყინვარწვერს დალაშქრავს16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისში, უსინათლოთა კავშირის ოფისში უსინათლოთა კავშირის აფხაზეთის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე დავით ყვირილიანი პრესკონფერენციას გამართავს.
ყვირილიანი საქართველოში პირველი უსინათლო ადამიანი იქნება, რომელიც ალპინისტური წარმატების მიღწევას, კერძოდ ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის (5047 მ) მყინვარწვერის დალაშქვრას შეეცდება. აფხაზეთიდან დევნილი 29 წლის დავით ყვირილიანი პრესკონფერენციაზე ექსპედიციის დეტალებზე ისაუბრებს
საქართველოს პრეზიდენტმა განათლების გზით მოდერნიზაციის მიღწევაზე ისაუბრა ---
საქართველოს პრეზიდენტმა განათლების გზით მოდერნიზაციის მიღწევაზე ისაუბრა მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლების გზით მოდერნიზაციის მიღწევაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მოდერნიზაცია მხოლოდ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარებით არ მიიღწევა
დღეს მცხეთობაა კულტურა, სპორტი
დღეს მცხეთობაა დღეს, 14 ოქტომბერს, მცხეთობაა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, ძველ სატახტო ქალაქში მთელი რიგი ღონისძიებია დაგეგმილი. მცხეთის ცენტრალურ ქუჩებზე ხალხური რეწვის, კერამიკის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქარის, საბიბლიოთეკო წიგნებისა და ნახატების გამოფენა გაიმართება
მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 21 წელი შესრულდა ---
მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 21 წელი შესრულდა 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 21 წელი შესრულდა. ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს მომხდარი ავტოკატასტროფის დროს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ
Microsoft-ი საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს ტექნოლოგიები
Microsoft-ი საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს Microsoft-ი საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა დღეს პარლამენტში სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ახლახან გერმანიაში დასრულდა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები მონაწილეობდნენ. გამოფენაზე თბილისის მერიამ თბილისის განახლების გეგმა წარადგინა
დღეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
დღეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა მუშაობა დაასრულა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე. 11 ოქტომბერს, 15:00-ზე, მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ
სტუდენტები იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავენ სიახლე
სტუდენტები იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავენ ხვალ, 11 ოქტომბერს, იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სტუდენტების მონაწილეობით, იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავს . იმიტირებული სასამართლო პროცესიის დროს განიხილება მკვლელობის რეალური საქმე და ის მაქსიმალურად იქნება მიახლოებული რეალობასთან







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge