News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს მეცნიერება
სტუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას მასპინძლობს 2010 წლის 10-13 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას “1-St International Conference for Students and Young Scientists on Materials Processing Science”
კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ძალში შედის სიახლე
კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ძალში შედის დღეიდან, 8 ოქტომბრიდან, კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ძალში შედის. საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებზედაც გავრცელდება, რაც მათ ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლებრივი დანაშაულად ჩაითვლება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა, ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პაროლით და კერძო კომუნიკაციის გაცნობა. იკრძალება კერძო საუბრის გარკვევის მიზნით კომპიუტერული პროგრამის, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება. ასევე კომპიუტერულ სისტემაში კერძო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება
ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება კომპიუტერი დღეში ერთ ლარად შეიძინოს ტექნოლოგიები
ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება კომპიუტერი დღეში ერთ ლარად შეიძინოს 7 ოქტომბერს, 10.30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე კორპორაცია “ინტელის’’ წარმომადგენელ რობერტ ფოგელთან ერთად გამართავს ბრიფინგს თემაზე “კომპიუტერი ყველასთვის’’. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს
6 ოქტომბერი ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა კულტურა, სპორტი
6 ოქტომბერი ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა 6 ოქტომბერი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა. ზაქარია ფალიაშვილი 1933 წლის 6 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.
ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი 1871 წლის 4 (16) აგვისტოს ქუთაისში დაიბადა. მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან). ზაქარია ფალიაშვილი სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იმავე ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895-1899 წლებში თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს
ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა 6 ოქტომბერს მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა. ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე 1900 წლის 6 ოქტომბერს (ძვ. სტ. 23 სექტემბერს) ქუთაისში დაიბადა.
ვერიკო ანჯაფარიძე იყო საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო, შოთა რუსთაველის სახელობის და კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. კ. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი
20 თურქი ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხება სიახლე
20 თურქი ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხება პროგრამა "ისწავლე საქართველოში" ფარგლებში 20 თურქი ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ იმ 20 ახალგაზრდას შეხვდნენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში "ისწავლე საქართველოში"
პროფესიული განათლების სფეროში რეფორმებს კონფერენცია მიეძღვნება სიახლე
პროფესიული განათლების სფეროში რეფორმებს  კონფერენცია მიეძღვნება პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს სპეციალური კონფერენცია მიეძღვნება.
კონფერენციას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელები დაესწრებიან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, პროფესიული კოლეჯების დირექტორები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს კონკურსს ”გახდი ავიატორი” სიახლე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს  კონკურსს ”გახდი ავიატორი”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს ახალ კონკურსს ”გახდი ავიატორი”.
კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ავიაციის სფეროს პოპულარიზაცია და მასში რაც შეიძლება ბევრი მოზარდის ჩართვა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ინდივიდუალური და გუნდური პროექტები. კონკურსი უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. წარმოდგენილ მოდელებსა და ნახატებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
კონკურსის ფარგლებში კომპანია ”აირზენა ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენლები სკოლებში შეხვდებიან მოსწავლეებს და დეტალურად აუხსნიან მათ კონკურსის პირობებს
"არტისტერიუმი 2010" იხსნება კულტურა, სპორტი
"არტისტერიუმი 2010" იხსნება 2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-3 საერთაშორისო გამოფენა და სიმპოზიუმი "არტისტერიუმი 2010" გაიხსნება, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლისთავს ეძღვნება.
არტისტერიუმში წელს მონაწილეობს დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, პოლონეთი, ნორვეგია, არგენტინა, თურქეთი, სამხერთ კორეა, ჩინეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირლანდია, ავსტრია, იტალია, ისრაელი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, პორტუგალია, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, შვედეთი, ახალი ზელანდია, კვიპროსი
წინანდალში გაიმართება ღონისძიება "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას" კულტურა, სპორტი
წინანდალში გაიმართება ღონისძიება "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას" 2 ოქტომბერს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სახელწოდებით "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას".
მიღების მიზანია, მოწვეული სტუმრები ქართული ტრადიციების და ინოვაციის ჰარმონიული თანაარსებობის გარემოში აღმოჩნდნენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრის და ფერმწერის სერგო ქობულაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას; "თანამედროვე ხელოვნების კლუბის" წარმომადგენლების: დათო ალექსიძის, სოფიო ჩერქეზიშვილის და კონსტანტინე მინდაძის მიერ შესრულებული ინსტალაციების ექსპოზიციის გახსნას







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge