News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ბათუმში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა კულტურა, სპორტი
ბათუმში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა 17 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ის ინიციატივით, "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა. წლევანდელი ღონისძიების დევიზია: "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა."
"ვეფხისტყაოსნის" კითხვაში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი მიიღებს: სტუდენტები, მათ შორის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სკოლის მოსწავლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამსვენებლები, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრები



სტუ-ში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხილვა გაიმართება სიახლე
სტუ-ში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხილვა გაიმართება16 ივნისს, 13:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხილვა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სტუმრობას წინ უძღოდა უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის ინიციატივა
საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს სიახლე
საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ. გადამზადებაში დედაქალაქის რამდენიმე საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა
სტუ-ს "პედროლოს" ხელმძღვანელი ეწვია სიახლე
სტუ-ს "პედროლოს" ხელმძღვანელი ეწვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიური კონცერნის, “პედროლოს“ ხელმძღვანელი, ცნობილი იტალიელი ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, გამომგონებელი, დიპლომატი და მეცენატი სილვანო პედროლო, მისი მოადგილე რობერტო რეჯანი და ცნობილი ჟურნალისტი ფრანკო რუფო ეწვივნენ.
იტალიელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში არსებულ შეხვედრების ოთახში (ე. წ. meeting room-ში) სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევების ამსახველი ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ სტუმრები ესაუბრნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრებს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს

ბათუმის თეატრში სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2010" გაიმართება კულტურა, სპორტი
ბათუმის თეატრში სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2010" გაიმართება 15-18 ივნისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2010" გაიმართება.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2008 წელს აღდგა სახალხო თეატრების კვირეული. 2010 წელს დაფუძნდა სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2010"
ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა 14 ივნისს ქართველი კინომსახიობის, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა. ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა და 1953 წლის 14 ივნისს, თავისივე დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა.
18:30 საათზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზში ნატო ვაჩნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართება სიახლე
გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართება მსოფლიო ბანკის ინიციატივით, საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფილიპ ლე რუმ გამოცდების ეროვნულ ცენტრში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.
ფილიპ ლე რუს განცხადებით, საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის გამოცდილება უნიკალურია. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური სისტემა, რომელიც 2005 წლიდან სწორედ მსოფლიო ბანკის დახმარებით შეიქმნა და დაიწყო

გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა სიახლე
გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის  ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა 12 ივნისს, 16:00 საათზე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ფილიპ ლე რუ ეწვევა.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტებს. 12 ივნისს ლე რუ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეწვევა

მსოფლიო ჩემპიონატი 2010 იწყება კულტურა, სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატი 2010 იწყება 11 ივნისს სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთში მე-19 მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მუნდიალი ზუსტად ერთ თვეს გასტანს და 11 ივლისს დასრულდება.
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის ნაკრები გუნდების შეხვედრით გაიხსნება, რომელიც 11 ივნისს, თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში, "სოკერ-სიტის" სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონზე ჩატარდება ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი და 11 ივლისს გასამართი ფინალური მატჩი
ფოლკლორის ცენტრში გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი" სიახლე
ფოლკლორის  ცენტრში გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი" 10 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზ "გალერეაში" გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი".
გამოფენაზე წარმოდგენილი ხევსურული სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. გამოფენის ორგანიზატორები დამთვალიერებელს გააცნობენ გეგმას, როგორ უნდა გადარჩეს ხევსურული სახლი, მოხდეს რესტავრაცია და ქართულ კულტურას შეუნარჩუნდეს ის განძი და ფენომენი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება








Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge