« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
არჩილ ფრანგიშვილმა ენდრიუ ჰუდი საპატიო დოქტორის დიპლომით დააჯილდოვა |
სიახლე |
|
|
დღეს, 27 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, სტუ-ში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა 2009 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ამ მიზნით საქართველოში აშშ-ის, კანადის ევროკავშირისა და უკრაინის დელეგაციები ჩამოვიდნენ |
|
|
იუსტიციის სამინისტრო სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლას აწყობს |
სიახლე |
|
|
დღეს, 27 მაისს, 13:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში სტუდენტური კონკურსის მონაწილეებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. მომავალ იურისტებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ჩაერთონ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლის პროექტში, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი შეხვდება |
|
|
დამოუკიდებლობის დღე აღლუმით აღინიშნა |
--- |
|
|
საქართველოს საელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სამხედრო აღლუმი გაიმართა. საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პატაკი აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარა |
|
|
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ სტუ-ში დისკუსია გაიმართა |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დისკუსია სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ნოვაციაზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა |
|
|
მერაბ კოსტავას დაბადებიდან 71 წელი შესრულდა |
--- |
|
|
დღეს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 71 წელი შესრულდა. მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა, ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ |
|
|
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება |
--- |
|
|
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 11:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დაიწყება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, აღლუმს უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს |
|
|
სტუ-ის სტუდენტები ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომელიც ევროკავშირის სამართალში (EU law) ინგლისურ ენაზე ხორციელდება. აღნიშნული პროცესები 2010 წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა |
|
|
ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი გამოიყოფა |
სიახლე |
|
|
ბაგრატის ტაძრის აღდგენისთვის 2 მლნ ლარი უახლოეს პერიოდში გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაგრატის ტაძარს ეწვია და იქ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოს, ტაძრის მაკეტის მაგალითზე გაეცნო |
|
|
ყუმისთავის მღვიმეს პრომეთეს მღვიმე ეწოდება |
სიახლე |
|
|
ყუმისთავის მღვიმეს ამიერიდან პრომეთეს მღვიმე ეწოდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილმა იმერეთში ჩასვლისას მღვიმეებიც დაათვალიერა. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მღვიმე მან საპრეზიდენტო კამპანიის დროს აღმოაჩინა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|