« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
მეოთხე ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი დასრულდა |
სიახლე |
|
|
3-7 მაისს თბილისში იულიხის კვლევითმა ცენტრმა (გერმანია) ქართულ პარტნიორ ინსტიტუტებთან ერთად (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი) ორგანიზება გაუკეთა მეოთხე ქართულ-გერმანულ სკოლასა და სემინარს |
|
|
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
6 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ რელიგიურ დღესასწაულს - წმინდა გიორგის ხსენების დღეს, გიორგობას აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკელსია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გავრცელდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში |
|
|
განათლების სამინისტროში მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ მრჩეველთა საბჭოს სრული ათწევრიანი შემადგენლობა საზოგადოებას საბჭოს პირველ სხდომაზე წარუდგინეს. მრჩეველთა საბჭო საზოგადოებისთვის ცნობილი და ღვაწლმოსილი პირებისგან დაკომპლექტდა |
|
|
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსს აცხადებს |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პროგრამებზე _ "ასწავლე საქართველოსთვის" და "კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში" _ კონკურსს აცხადებს. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგნის სპეციალისტებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სამინისტროში ბრიფინგი გამართეს |
|
|
სტუ ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარში მონაწილეობს |
მეცნიერება |
|
|
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში“ ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი გაიხსნა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება. სემინარში გერმანიის ქალაქ იულიხის კვლევათა ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს. მონაწილე მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მემორანდუმი მომავალში ერთობლივი პროექტების შემუშავებას შეუწყობს ხელს. იგეგმება ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების მივლინება გერმანიის ქალაქ იულიხის კვლევათა ცენტრში. გარდა ამისა, ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები განხორციელდება |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|