« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ეროვნულ მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
ეროვნულ მუზეუმში გაიმართება წიგნის _ ”ქართული დაზგური ფერწერა XVIII ს-ის II ნახევარი, XX ს-ის 20-იანი წლები” _ პრეზენტაცია. წიგნის ავტორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მიმართულების უფროსი კონსერვატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინა არსენიშვილი. აღნიშნილი გამოცემა პირველი სამეცნიერო ნაშრომია, რომელშიც ქართული ფერწერის მხატვრულ-სტილური თავისებურებანი განსაზღვრულია ევროპულ-რუსულ ხელოვნებასთან მიმართებაში |
|
|
"უნივერსში" ფოტოკონკურსის "შეაჩერე დარღვევა" გამოფენა გაიხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
26 იანვარს, 14:00 საათზე, სტუ-ის გალერეა "უნივერსში" "საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსის" ორგანიზებით და "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება ფოტოკონკურსის "შეაჩერე დარღვევა" გამოფენა. გამოფენაზე გამოვლინდება გამარჯვებული სურათები, რომლის ავტორებიც ფასიანი საჩუქრებთ დაჯილდოვდებიან |
|
|
დღეს წლის საუკეთესო ნავთობკომპანია გამოვლინდება |
სიახლე |
|
|
26 იანვარს, 18:00 საათზე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც ნავთობპროდუქტების ბიზნესში 2009 წლის შედეგებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია დასახელდება. კავშირის ინფორმაციით, ძირითადი ნომინაციაა - 2009 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია |
|
|
სვანეთში ლამპრობას აღნიშნავენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 24 იანვარს, საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, სვანეთში, ადრესაგაზაფხულო დღესასწაულს, ლამპრობას აღნიშნავენ. ხალხურ დღესასწაულს აღნიშნავენ წინწყაროში ჩასახლებული კოდორიდან დევნილებიც. ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრება და დევნილებს ამ დღეს პირადად მიულოცავს. ლამპრობა დმანისის რაიონშიც ტარდება, სადაც ეთნიკური სვანები არიან ჩასახლებული. ლამპრობა (სვანურად _ ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაულის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა |
|
|
ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ტალინში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ელენე გედევანიშვილის ბრინჯაოს მედალი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ფიგურულ სრიალში პირველი ჯილდოა. ელენე გედევანიშვილს მოკლე პროგრამის შემდეგ 60.82 ქულა ჰქონდა, ფინალურ ეტაპზე ტექნიკური ელემენტების შესრულებისთვის 50.20 ქულა მიიღო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი _ 53.52 ქულა |
|
|
"ერეკლე II-ის საზოგადოებამ" რუსული ენის უფასო კურსები გახსნა |
სიახლე |
|
|
საქართველოში რუსული ენის შემსწავლელი "სამეფო" კურსები გახსნა. კურსები უფასოა. ამ მეთოდით ცდილობს "ერეკლე II-ის საზოგადოება" თბილისსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას. კურსების მთავარი ამოცანა ორი უმდიდრესი კულტურის _ ქართული და რუსული კულტურის _ პროპაგანდაა. მეცადინეობების რუსულ ენაში კვირაში სამჯერ ჩატარდება. ორგანიზაციამ უკვე მიმართა ორივე ქვეყნის ბიზნესნებს ფინანსური დახმარებისთვის |
|
|
საგრანტო კონკურსების შედეგად გამოვლენილი 100-ზე მეტი კვლევა დაფინანსდება |
მეცნიერება |
|
|
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 103 პროექტისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული 31 პროექტისთვის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. 1000-ზე მეტი დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შეფასებული პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება სამეცნიერო სამეცნიერო საბჭომ 22 იანვარს დაამტკიცა |
|
|
ქართველი ხელბურთელები "ჩელენჯ ტროფის" ფინალში ფინელებს შეხვდებიან |
კულტურა, სპორტი |
|
|
23 იანვარს ავსტრიის ქალაქ ლინცში, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "ჩელენჯ ტროფის" ფინალურ მატჩს ფინეთის ნაკრებთან ითამაშებს. ფინალური მატჩისთვის ქართველი ხელბურთელები თბილისში ემზადებოდნენ და ირანის ნაკრებთან ორი ამხნაგური შეხვედრა გამართეს, რომელიც ქართველი ხელბურთელების გამარჯვებით დასრულდა |
|
|
საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ |
სიახლე |
|
|
საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ა. წ. 25-29 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის” კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმის და სხვა სექსუალური გადახრების ლეგალიზებას გულისხმობს. ამავე სესიაზე გამოტანილი იქნება დოკუმენტი, რომელიც აბორტს წარმოგვიდგენს როგორც ქალის უფლებასა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებას |
|
|
"თელასის" ფინანსური მხარდაჭერით სტუ-ში სასწავლო ცენტრი გაიხსნება |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად კომპანია “თელასი" უმაღლესის სასწავლებლის ბაზაზე თანამედროვე სასწავლო ცენტრს გახსნის. პროფესიული მომზადების ცენტრი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების თეორიულ-პრაქტიკულ მომზადებას, “თელასისა" და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლებას მოემსახურება. ერთობლივი პროექტის განსახორციელებლად “თელასმა" 300 ათასი ლარი (182 ათასი აშშ დოლარი) გამოყო |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|