სიახლე



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა სიახლე
სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა 10 000 მასწავლებელიდან სასერთიფიკაციო გამოცდა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადეს
ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი სიახლე
ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
25 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge, results.naec.ge) და "კვირის პალიტრის" სპეციალურ გამოშვებაში 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები და ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდება
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები აშშ-ში გაემგზავრნენ სიახლე
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები აშშ-ში გაემგზავრნენ არასამთვრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, დევნილი ახალგაზრდები კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით აშშ-ის ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში გაემგზავრნენ
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საველე საკომუნიკაციო სისტემებით აღიჭურვა სიახლე
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საველე საკომუნიკაციო სისტემებით აღიჭურვა 20 აგვისტოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (TIKA) საქართველოს ოფისის კოორდინატორის მოადგილე თეომან თირიაქმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ ვაშლოვანის ეროვნული პარკისთვის საველე საკომუნიკაციო სისტემების გადმოცემის აქტს მოაწერეს ხელი
გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების შეტანა დასრულდა სიახლე
გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების შეტანა დასრულდა გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეთა სააპელაციო განაცხადების შეტანა დასრულდა. ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პრეტენზია მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრების შედეგებზე გამოითქვა
საქართველოში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა სიახლე
საქართველოში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა საქართველოში პროექტის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა. ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვია. ტრეინინგების გავლის შემდეგ პედაგოგები სამეგრელო-ზემოსვანეთის საჯარო სკოლებში განაწილდებიან, სადაც ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს სიახლე
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს გამოცდების ეროვნული ცენტრი 9 აგვისტოდან იწყებს სააპელაციო(საპრეტენზიო) განაცხადების მიღებას.განაცხადები მიიღება 14 აგვისტომდე (10:00-დან 18:00 საათამდე):
თბილისში: კოსტავას 77 (სტუ მე–6 კორპ.);
რაიონებში: საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა/სტუდენტმა ან მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:
ა) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი;
გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი
განმუხურში "თავისუფლების ბულვარი" გაიხსნა სიახლე
განმუხურში "თავისუფლების ბულვარი" გაიხსნა განმუხურში "თავისუფლების ბულვარი" გაიხსნა. როგორც გახსნის ცერმონიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოში განმუხური გახდა მტრის ერთ-ერთი სამიზნე, თუმცა საქართველო მოწინააღმდეგის ბარბაროსულ ქმედებებს აღმშენებლობით და განვითარებით უპასუხებს
წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ სიახლე
წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ ახალი სასწავლო წლიდან ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სხვადასხვა საჯარო სკოლის რამდენიმე წარმატებულ მოსწავლესთან და მათ მშობლებთან ერთად, კერძო სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესში“ მივიდა და მოსწავლეებს, დირექტორთან, დავით კახნიაშვილთან ერთად, სკოლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწავლების მეთოდები გააცნო
წინასწარი მონაცემებით, კონკურსს 3000 აბიტურიენტი გამოეთიშა სიახლე
წინასწარი მონაცემებით, კონკურსს  3000 აბიტურიენტი გამოეთიშა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე 36 500-მდე აბიტურიენტიდან, წინასწარი მონაცემებით, კონკურსს 3000 გამოეთიშა. ამის შესახებ მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, წელს აბიტურიენტთა საერთო მომზადების დონე გაუარესდა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge