სიახლე



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

წითელი ნუსხის სახეობების შესახებ გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყება სიახლე
წითელი ნუსხის სახეობების შესახებ გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყება დღეს, 22 მარტს, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების შესახებ გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანია დაიწყება, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ თბილისის ზოოპარკთან, ბოტანიკურ ბაღთან და ბოტანიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და GTZ-ის რეგიონული პროექტის - "ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში" და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) გერმანელი ექსპერტის მხარდაჭერით ხორციელდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კანადაში გაემგზავრა სიახლე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კანადაში გაემგზავრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით კანადაში გაემგზავრა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შაშკინი კანადის განათლების მინისტრს და სამინისტრო წარმომადგენლებს, ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდება, სადაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს სიახლე
განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს მომავალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და "კერძო სკოლათა ასოციაცია" ახალ პროექტს იწყებს. ერთობლივ ინიციატივაზე დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლა-ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესში" სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოში მოქმედი კერძო სკოლები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემენ უფასოდ ისწავლონ სკოლებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწავლების მაღალი დონეა
გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს ატარებს სიახლე
გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს ატარებს 13 და 14 მარტს გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს ატარებს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკაში 13 და 14 მარტს თბილისსა და ქუთაისში ტარდება. მასში 3467 მოსწავლე მონაწილეობს.
დანარჩენ საგნებშო ოლიმპიადის მეორე ტური 27 და 28 მარტს ჩატარდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გორის რაიონის პედაგოგებს შეხვდნენ სიახლე
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გორის რაიონის პედაგოგებს შეხვდნენ დღეს, 13 მარტს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები გორის # 3 საჯარო სკოლის შენობაში გორის რაიონის პედაგოგებს შეხვდნენ და მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიაწოდეს. ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებმა პედაგოგებს პროფესიული უნარების, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხოური ენების ტესტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია
თბილისი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს სიახლე
თბილისი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს 13 მარტს პარიზში გაიმართება ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის ტექნიკური ჯგუფების შეხვედრა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, რომელი სამეცნიერო ნაშრომი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ფორუმში.
20 ივნისიდან 27 ივნისამდე კი თბილისი ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს. მასში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეები, ღვინის ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას. ასეთი მასშტაბის ღვინის ფორუმი საქართველოში მხოლოდ ერთხელ - 1962 წელს ჩატარდა
საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსი 15 მარტიდან დაიწყება სიახლე
საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსი 15 მარტიდან დაიწყება გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კონკურსს 15 მარტიდან დაიწყებს. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის გამსწორებლები შეირჩევიან.
კონკურსის შედეგად საგამოცდო საგნების 379 გამსწორებელი საქართველოს 18 ქალაქიდან და რაიონიდან შეირჩა (ქუთაისი, საგარეჯო, წალენჯიხა, რუსთავი, ხულო, ახალციხე, ხონი, ოზურგეთი, ბათუმი, ბაღდათი, ზესტაფონი, ბორჯომი, თიანეთი, თელავი, გორი, ხაშური, მცხეთა, თბილისი)
ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს სიახლე
ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2009 წლის 1-ლი დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა ახალი ორგანული კანონი "ეროვნული ბანკის შესახებ" სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა
ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სიახლე
ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში usaid-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის winrock internacionale-ის პროექტის _ “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” _ პრეზენტაცია გაიმართა. მათ თავიანთი საქმიანობა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული სამუშაოს მაგალითზე წარმოადგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, აღნიშნული ფირმის წარმომადგენლები
AED საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგებს წარმოადგენს სიახლე
AED საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგებს წარმოადგენს 12 მარტს, 15:00 საათზე, განათლების განვითარების აკადემია (AED) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISTT) საკონფერენციო დარბაზში (ზანდუკელის ქ. N16) აწყობს პრეზენტაციას. პრეზენტაცია შეეხება განათლების განვითარების აკადემიის (AED) მიერ USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგების გაცნობას. წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან ერთად (ISCT) საქართველოში ეფექტიანი მარვის საკითხებზე ჩატარებული კვლევის შედეგები და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე გამოცემული პუბლიკაცია "ეფექტიანი მართვის გამოწვევები საქართველოში"







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge