« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ნატო-ს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა |
სტუ |
|
|
20 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნატო-ს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ახლად აღდგენილი საესტრადო ორკესტრი, ანსამბლი “ურსა”, ხალხური სიმღერების ანსამბლი “ქართველო”, ხალხური ცეკვის ანსამბლი “მერანი”, მომღერლები - ნუკრი კაპანაძე, ირმა სოხაძე და სხვები |
|
|
სტუ-სა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას, ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და კლაიპედას უნივერსიტეტის რექტორმა, ჟულკუს ვალდასმა |
|
|
სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა |
სტუ |
|
|
20 აპრილს თბილისში, ნატო-ს დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება". ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მას მხარს უჭერენ ევროპისა და აშშ-ის ცნობილი აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციები |
|
|
სტუ-ში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა |
სტუ |
|
|
19 აპრილს, NATO-ს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კონფერენციის “ინფორმაციის ფილოსოფია და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება” ფარგლებში, სტუ-ში გაიმართა პრეკონფერენცია “საერთაშორისო თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდგარადი განვითარებისთვის”. სამუშაო შეხვედრა გახსნა კონფერენციის სამეცნიერო საპროგრამო კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საბუნებიმეტყველო აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა |
|
|
ატომური ელექტროსადგურების კატასტროფების შესახებ თენგიზ სანაძემ ლექცია წაიკითხა |
სტუ |
|
|
18 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩერნობილის ტრაგედიის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა თენგიზ სანაძემ წაიკითხა ლექცია ატომური ელექტროსადგურების კატასტროფების შესახებ. სანაძემ ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებში ავარიულ პროცესებს იწვევს |
|
|
ქართული ენის როლზე სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში კონფერენცია ტარდება |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აღსანიშნავად, ატარებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ”ქართული ენის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში”. კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|