« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღაწვის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს სწავლობს. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. აკაკი წერეთლის საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული მასალა საპატრიარქოს პოეტის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გადაუგზავნა. აღნიშნული მასალა აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელ სხვიტორში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ის საქართველოს საპატრიარქომ ერთი თვის წინ მიიღო. პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს |
|
|
ილიას მკვლელობიდან 103 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 12 სექტემბერს (ძვ. სტ. 30 აგვისტოს), ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 103 წელი შესრულდა. 1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ |
|
|
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია II ყაზბეგში, მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფება. პატრიარქი დარიალის ხეობაში არსებულ წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სახელობის ნატაძრალზე, ღია ცის ქვეშ, საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. პატრიარქმა უკვე მოილოცა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიებში არსებული ტაძრები, სოფელ ახალციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში კი პარაკლისი გადაიხადა |
|
|
დათო ბარბაქაძემ თავისი “მცირე პროზა 1990-2010“ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ქართველმა მკითხველმა ერთი უჩვეულო წიგნი მიიღო. თვით წიგნის შინაარსში, ფორმასა და დიზაინში უჩვეულო არაფერია. ეს არის ინტელექტუალური ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის კარგად ცნობილი მწერლის – დათო ბარბაქაძის – ორი რომანისგან, ესეებისგან, წერილებისგან, დიალოგებისგან და ლიტერატურული ნარკვევებისგან შემდგარი ვეებერთელა, თითქმის 800-გვერდიანი წიგნი, სახელწოდებით “მცირე პროზა 1990-2010“. წიგნში შესულია მწერლის ყველაზე უფრო გახმაურებული ნაწარმოები “ტრფობა წამებულთა“ და ბევრი სხვა ნაცნობი ტექსტი. მაგრამ უჩვეულო ის არის, რომ წიგნის ტირაჟი სულ ორი ეგზემპლარია და ორივე ძვირადღირებული ეგზემპლარი ავტორმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად |
|
|
თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება ფოტოკონკურსი "ერთად ჩვენ შევძლებთ" |
კულტურა, სპორტი |
|
|
24-25 სექტემბერს პროექტის “ერთად ჩვენ შევძლებთ" ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში”, ეწყობა ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის პარალელურად, გაიმართება ფოტოკონკურსი, სახელწოდებით “ერთად ჩვენ შევძლებთ”. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს ფოტომასალას დევნილობის თემაზე |
|
|
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კალათბურთის ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის განყოფილებამ (FIBA-Europe) მიიღო. FIBA-ს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ე. წ. პლეიოფების სერია და შესაბამისად, თავის ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა |
|
|
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან თამაში ფრედ დაასრულა |
კულტურა, სპორტი |
|
|
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:1 ითამაშა. მატჩის მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა ბერძნების კარში ლამაზი გოლი გაინატა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მეორე ტაიმის 72-ე წუთზე ბერძნებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება (სპიროკოლუსი). მატჩი თანანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ქართველ ფეხბურთელებს ჰქონდათ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი |
|
|
1-ელ სექტემბერს ვენეციის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
1-ელ სექტემბერს, ვენეციის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. საკონკურსო პროგრამაში 23 ფილმია ჩართული. საკონკურსო ჩვენება დარენ არონოფსკის ფილმის "შავი გედი" ჩვენებით გაიხსნება, რომელშიც მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს. საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია სოფი კოპოლას "სადღაც" (Somewhere), მონტე ჰელმანის "გზა არსაით" (Road to Nowhere), კელი რიჰარდის "მიკის ბილიკი" (Meek's Cutoff), ვინსენტ გალოს "წყალზე დაწერილი დაპირებები" (Promises Written on Water), ჯულიან შანაბელის "მირალი" (Miral), რიჩარDლუისის "ბარნის ვერსია" (Barney's Version), რომელშიც მთავარ როლს დასტინ ჰოფმანი ასრულებს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|