ტექნოლოგიები



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების შეხვედრა გაიხსნა ტექნოლოგიები
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების შეხვედრა გაიხსნა 30 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ტექნოლოგიის ლიცენზირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: “როგორ შევადგინოთ კომერციული კვლევითი ხელშეკრულებები სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სფეროს კომპანიებსა და საქართველოს აკადემიურ ლაბორატორიებს შორის”.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფონდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დამფინანსებელი - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა.
შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ
ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის თემაზე კონფერენცია ჩატარდება ტექნოლოგიები
ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის თემაზე კონფერენცია ჩატარდება 29 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება კონფერენცია თემაზე "საქართველოში ანალოგური ტელერადიომაუწყებლობიდან ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის აქტუალური საკითხები~.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ასევე სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლები.


საქართველო და სომხეთი ელექტროგადაცემის სფეროში ითანამშრომლებენ ტექნოლოგიები
საქართველო და სომხეთი ელექტროგადაცემის სფეროში ითანამშრომლებენ"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და სომხეთის ენერგოსისტემის ოპერატორს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი გახდება ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობა ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში.
საქართველოსა და სომხეთის ელექტროსისტემების ოპერატორები აპირებენ პარტნიორობას იმ თანამშრომლობისა და დაფინანსების მეშვეობით, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს შეუწყობს (Tetra Tetra Tech -ისა და აშშ-ის ენერგეტიკული ასოციაციის საშუალებით)
კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემო შეიქმნება ტექნოლოგიები
კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემო შეიქმნება დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ქაშიბაძესა და მის მოადგილეს ჯემალ ვაშაკიძეს შეხვდა.
ქაშიბაძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროგრამა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა
"Apple"-მა მოგების თავისივე რეკორდი მოხსნა ტექნოლოგიები
"Apple"-მა მოგების თავისივე რეკორდი მოხსნა"Apple"-ის სუფთა მოგებამ 2010 წლის მეოთხე კვარტალში რეკორდულად მაღალ თანხას, 4.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური საიტი იუწყება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოგება 2 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი
Microsoft-ი საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს ტექნოლოგიები
Microsoft-ი საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს Microsoft-ი საქართველოში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა დღეს პარლამენტში სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ახლახან გერმანიაში დასრულდა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები მონაწილეობდნენ. გამოფენაზე თბილისის მერიამ თბილისის განახლების გეგმა წარადგინა
ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება კომპიუტერი დღეში ერთ ლარად შეიძინოს ტექნოლოგიები
ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება კომპიუტერი დღეში ერთ ლარად შეიძინოს 7 ოქტომბერს, 10.30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე კორპორაცია “ინტელის’’ წარმომადგენელ რობერტ ფოგელთან ერთად გამართავს ბრიფინგს თემაზე “კომპიუტერი ყველასთვის’’. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს
სტუ-ს ასფალტბეტონის ლაბორატორია გადაეცა ტექნოლოგიები
სტუ-ს ასფალტბეტონის ლაბორატორია გადაეცა 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, ასევე სტუ-ის სტუდენტები.
შეხვედრა რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან ტექნიკურ უნივერსიტეტში მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფრანგიშვილმა ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუ-ს უწევს
ბათუმის V კინოფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსი დასრულდა ტექნოლოგიები
ბათუმის V კინოფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსი დასრულდა ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსი დასრულდა. გამოცხდებული იყო კონკურსი 3 საუკეთესო ბლოგერის გამოსავლენად, რომლებიც ყველაზე საინტერესოდ და ეფექტურად გააშუქებდნენ კინოფესტივალის მიმდინარეობას ინტერნეტსირცეში.
ფესტივალის განმავლობაში ბლოგერებს საშუალება ჰქონდათ, აეღოთ აკრედიტაცია, რაც საშუალებას აძლევდათ დასწრებოდნენ ფესტივალზე გამართულ ნებისმიერ კინოჩვენებას, ყველა პრესკონფერენციას და მასტერკლასს, ჩაეწერათ ფესტივალის ჟიურის წევრები, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები
ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა შექმნეს ტექნოლოგიები
ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა შექმნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ,,დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს" ეწვივნენ და ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა GMSYS 2009 დაათვალიერეს.
ქართველი გეოფიზიკოსების მიერ შექმნილი ხელსაწყო სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება და მისი გამოყენება შეიძლება, როგორც სეისმოლოგიურ დაკვირვებებში, ასევე გეოფიზიკის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სფეროებშიც. უცხოური ანალოგებისგან ის უფრო მაღალი თავსებადობით, მოქნილობით, დაბალი ღირებულებითა და მოდერნიზების შესაძლებლობით გამოირჩევა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge