« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს |
|
|
მიხეილ სააკაშვილი წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა |
სიახლე |
|
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს - საუკეთესო ასეულს შეხვდა. პრეზიდენტმა მათ გამოცდების დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა. სააკაშვილმა საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია იმ შედეგებით, რომელიც მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა |
|
|
სტუ-ში პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გახსნა. პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის და მომავალ სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე და პროფესიებზე არეგისტრირებს |
|
|
საატესტატო გამოცდები დასრულდა |
სიახლე |
|
|
საატესტატო გამოცდების შედეგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინიტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი გულუამ და ევროპის საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტმა სტივენ ბაკერმა საინფორმაციო პორტალის www.onlinenews.ge-ს მიერ ორგანიზებულ საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამეს |
|
|
სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება |
სიახლე |
|
|
4 ივნისიდან საქართველოს ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები იცვლება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში იმოქმედებს შვიდციფრიანი სააბონენტო ნომრები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში - ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრები, რისთვისაც ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების მოქმედ სააბონენტო ნომრებს პირველ ციფრად დაემატება "2" ხოლო დანარჩენი ციფრები უცვლელი დარჩა |
|
|
საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა |
სიახლე |
|
|
საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი უკვე მოაწერა, რითაც გამსვლელი ბარიერი ოფიციალურად გამოცხადდა. გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში განისაზღვრა 5.5 ქულით |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|