« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
გამოცდების ეროვნულ ცენტრში Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება |
სიახლე |
|
|
გამოცდების ეროვნულ ცენტრში Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში საატესტატო საგამოცდო სისტემის შექმნაზე მსოფლიოში აღიარებული განათლების ექსპერტი, კონექტიკუტის უნივერისტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (აშშ) სვამინათან ჰარიჰარანი მუშაობს. სვამინათან ჰარიჰარანმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ სამდღიან სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გაეცნო |
|
|
ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილისთვის პედაგოგები დააჯილდოვეს |
სიახლე |
|
|
ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილისთვის 3 პედაგოგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადეს საუკეთესო გაკვეთილის კონკურსი საპილოტე პროგრამის ”ნეტბუქები პირველკლასელებისთვის” მონაწილე დამრიგებლებისთვის |
|
|
სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლებმა კარადენიზის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩაატარეს |
სიახლე |
|
|
29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით „ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების “ N 89 მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე და ამავე მიმართულების უფროსი მასწავლებელი მიხეილ ქანთარია მივლინებით ეწვივნენ თურქეთს, ქ. ტრაბზონის კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც ჩაატარეს სამეცნიერო სემინარი თემაზე „ტექნოლოგიურ პროცესებში ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენება“. სემინარს ესწრებოდნენ საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და 200-მდე სტუდენტი. თურქულად "კარადენიზის" ტექნიკური უნივერსიტეტის სახელწოდებაა შავი ზღვის აუზის ტექნიკური უნივერსიტეტი. ის დაარსდა 1955 წელს და თურქეთის სამაგალითო უნივერსიტეტია |
|
|
სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს |
სიახლე |
|
|
სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და მოცულობას წლიური მოცულობის არა უმეტეს 10%-ისა |
|
|
ირინე ქურდაძე პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელების ანგარიშს წარადგენს |
სიახლე |
|
|
დღეს, 9 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე სამინისტროს 2010 წლის ანგარიშს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2009-2012 წლები) განხორციელების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგენს. კონფერენციას დაესწრებიან პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები |
|
|
უმაღლესი სასწავლებლები არამომგებიანი იურიდიული პირები გახდებიან |
სიახლე |
|
|
საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთმევათ . ამის შესახებ ცნობილი განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროში გამართული შეხვედრის დროს გახდა, სადაც დიმიტრი შაშკინმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო. შაშკინის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტები არამომგებიანი იურიდიული პირები გახდებიან და ამ გზით მათ გაცილებით ფართო ავტონომიური უფლებები მიენიჭებათ. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ განმარტა, ახალი სტატუსის შესაბამად, უნივერსიტეტები კერძო სამართლის იურიდიული პირები გახდებიან და ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად მეტი საშუალება ექნებათ |
|
|
გია მურღულიას ბრწყინვალების ორდენს გადასცემენ |
სიახლე |
|
|
6 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, თბილისის 24-ე საჯარო სკლის დირექტორს, გია მურღულიას, ბრწყინვალების ორდენს გადასცემს. გია მურღულია 1954 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
|
|
საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება |
სიახლე |
|
|
საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საკანონონმდებლო ინიციატივა "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების" შესახებ პარლამენტში უკვე შევიდა. კანონპროექტის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა იმ პირებისთვის, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ, რაც ორიენტირებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შექმნაზე. კანონპროექტის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს საგადასახადო კოდექსით რეგულირდება, რომელიც 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება |
|
|
შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა ძალაში შედის |
სიახლე |
|
|
შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა ძალაში შედის. ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კახი ყურაშვილმა განაცხადა. ყურაშვილის განმარტებით, აბონენტს შეუძლია ნომრის შეცვლის გარეშე, აირჩიოს მისთვის სასურველი სატარიფო პაკეტი. კონკრეტულად, თუკი აბონენტს აქვს "ჯეოსელის" ნომერი, კერძოდ "77", მას შეუძლია საკუთარი ნომერი ინდექსის გამოცვლის გარეშე, სრულად გადაიტანოს "ლაი-ლაის" სატარიფო პაკეტში. |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|