« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
მეკაბელისა და მონტიორის პროფესიას 15 ახალგაზრდა დაეუფლა |
სიახლე |
|
|
"გაერთიანებული ტელეკომის" ბაზაზე შექმნილმა უფასო სასწავლო ცენტრმა 2009 წლის სასწავლო პროცესი დაასრულა. სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და ქსელების მომსახურე პერსონალის მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. სასწავლო ცენტრი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ გაიარონ თეორიული და პრაქტიკული კურსი |
|
|
საზღვარგარეთის ქართული საკვირაო სკოლებისთვს სასწავლო გეგმა შემუშავდება |
სიახლე |
|
|
საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვს ერთიანი სასწავლო გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ დიაპსორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა. "საკვირაო სკოლები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არ არის ჩართული, შესაბამისად, მათ ის სასწავლო გეგმა, რითიც საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სწავლება, არ გააჩნიათ. ჩვენ ვგეგმავთ, განათლების სამინისტროსთან ერთად ერთიანი სასწავლო გეგმა შევიმუშაოთ და ის საზღვარგარეთ არსებულ საკვირაო სკოლებში დავნერგოთ", - განმარტა დავითაიამ |
|
|
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 13-14 მარტს ჩატარდება |
სიახლე |
|
|
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2010 წლის სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები გამოაქვეყნა. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობას 5696 მოსწავლე მიიღებს, მათგან 2 უსინათლო მოსწავლეა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება |
|
|
სტუ-ს პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის გამგესთან, პროფესორ იან ბოჩანთან და მის ასისტენტთან, იაკობ კონაპასთან შეხვედრას ასევე საქართველოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ |
|
|
გურჯაანში კერამიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა |
სიახლე |
|
|
გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრიდან 200 მეტრის დაშორებით, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოს პროცესში კერემიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება. როგორც გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, ნაშთები XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება |
|
|
რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი ყველა პედაგოგი დასაქმდება |
სიახლე |
|
|
რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი ყველა ის პედაგოგი, რომელმაც სამუშაო ადგილი დაკარგა, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით დასაქმდება. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 800 დევნილი პედაგოგიდან 500-მდე უკვე დასაქმებულია |
|
|
Toiota-სა და Honda-ს შემდეგ ბაზრიდან თავის ავტომობილებს Volkswagen-იც გაიწვევს |
სიახლე |
|
|
Toiota-სა და Honda-ს შემდეგ ბაზრიდან თავის ავტომობილებს Volkswagen-იც გაიწვევს. ამის შესახებ ”ბი-ბი-სი” იტყობინება. საავტომობილო კონცერნი ბრაზილიიდან დაახლოებით 200 მანქანას უკანა საბურავების პრობლემის გამო გაიწვევს. კომპანია გეგმავს, შეამოწმოს, არის თუ არა საკმარისად დაზეთილი 2009 წელს წარმოებული Novo Gol-ისა და Novo Voyage-ის მოდელების მანქანების უკანა საბურავები |
|
|
Honda მსოფლიო მასშტაბით 437 ათას ავტომობილს გაიწვევს |
სიახლე |
|
|
იაპონური კომპანია Honda, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ავტომწარმოებელი კომპანიაა, მსოფლიო მასშტაბით დამატებით 437 ათას ავტომობილს უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო გაიწვევს. ამის შესახებ BBC იტყობინება. კომპანია ავტომანქანების მნიშვნელოვან ნაწილს აშშ-იდან გაიყვანს. გაწვევა Honda-ს 2001 და 2002 წლების Accord, Civic, Odyssey, Pilot, CL და CR-V მოდელებს და 2002 წელს გამოშვებულ Acura TL-ს ეხება |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|