სიახლე



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში კლუბი გაიხსნება სიახლე
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში კლუბი გაიხსნება 22 იანვარს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შენობაში ახალგაზრდული კლუბი გაიხსნება. როგორც თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილებაში აცხადებენ, მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან და ქართულ-სლოვაკურ საზოგადოებასთან ერთად იწყება პროექტი "ახალგაზრდული კლუბები _ თანადგომა და შემდგომი განვითარება". პროექტის ფარგლებში პირველი ახალგაზრდული კლუბი გაიხსნება
არქეოლოგებმა ალექსანდრიაში ძველეგვიპტური ტაძარი აღმოაჩინეს სიახლე
არქეოლოგებმა ალექსანდრიაში ძველეგვიპტური ტაძარი აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ალექსანდრიაში ღვთაება კატა ბასტის ძველეგვიპტური ტაძარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
შენობა დაახლოებით 2 ათასი წლის წინ არის აშენებული. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ტაძარი მეფე ქალ ბერენიკა მეორეს ტოლემეუს მესამის ევეგერტის მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 246-221 წლებში მეფობდა.

ბრიტანეთის საბჭო "იკარუსისა" და დანდის კოლეჯის პარტნიორობას აღნიშნავს სიახლე
ბრიტანეთის საბჭო "იკარუსისა" და დანდის კოლეჯის პარტნიორობას აღნიშნავს 20 იანვარს, 18:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭო თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ "იკარუსისა" და შოტლანდიის დანდის კოლეჯის წარმატებულ პარტნიორობას აღნიშნავს (მის.: მარშალ გელოვანის 4). ღონისძიება ტარდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის 18 ქვეყანაში მოქმედი 3-წლიანი რეგიონალური პროექტის Skills@Work (სამუშაო უნარები) ფარგლებში

პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანიებს მესტიით დაინტერესება ურჩია სიახლე
პრეზიდენტმა სამშენებლო კომპანიებს მესტიით დაინტერესება ურჩია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში, სვანეთისა და ანაკლიის კურორტების დაგეგმარების პრეზენტაციაზე, მთავრობას 4 დავალება მისცა. მისი თქმით, წლის ბოლომდე მესტიაში უნდა დასრულდეს საბაგირო გზის მშენებლობა და წელსვე უნდა დაიწყოს მეორე საბაგირო გზის მშენებლობა. "მთავრობას ვაძლევ 4 დავალებას _ ესაა საბაგირო, საციგურაო მოედანი, სათხილამურო ტრასა, და სასტუმროები მესტიაში. ეს დავალებები წლის ბოლომდე უნდა იყოს რეალიზებული", _ განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდნენ სასტუმროს მშენებლობით მესტიაში
გერმანიის მთავრობა Microsoft-ის Internet Explorer-ის ბრაუზერის გამოყენებას არ გვირჩევს სიახლე
გერმანიის მთავრობა Microsoft-ის Internet Explorer-ის ბრაუზერის გამოყენებას არ გვირჩევს გერმანიის მთავრობამ, უსაფრთხოების მიზეზნით, მიმართა ინტერნეტმომხმარებლებს, დროებით თავი შეიკავონ კომპანია Microsoft-ის Internet Explorer-ის ბრაუზერის გამოყენებისგან. შესაბამისი განცხადება გერმანიის საინფორმაციო ფედერალურმა სამსახურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Microsoft-მა თავის სისტემაში "სუსტი ადგილების" არსებობის შესახებ განაცხადა. არსებული ინფორმაციის მიხედვით, სისტემის "სისუსტე" ახლახან სდაძიებო სისტემა Google-ზე განხორციელებული შეტევისას გამოვლინდა
გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან სიახლე
გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან 16-17 იანვარს გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლ "ივერიის" წარმოდგენას, "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან. დევნილი ბავშვები თბილისში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მიემგზავრებიან. მიუზიკლზე დასასწრებად შეარჩიეს 12-დან 15-წლამდე ასაკის 400 ბავშვი, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ
ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია იწყება სიახლე
ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია იწყება დღეიდან, 15 იანვრიდან, თბილისის მერიის ინიციატივით, ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება. კურსების გავლის შესაძლებლობა 23 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მსურველები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისის მერიაში, გამგეობებსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში დარეგისტრირდებიან
პრეზიდენტმა გურულებს კალანდობა მიულოცა სიახლე
პრეზიდენტმა გურულებს კალანდობა მიულოცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიაში ჩავიდა და კალანდის დღესასწაულის დადგომამდე ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახს ესტუმრა. ტრადიციულმა გურულმა ოჯახმა საპატიო სტუმარს გურული ადესა დააგომოვნებინა და საშობაო ღვეზელი მიართვა, რასაც მუცლის ტკივილის ლოცვაც მოაყოლეს. პრეზიდენტმა გურულებისგან ასევე მოისმინა აგუნას გადაძახილი, რაც ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთის მოხმობას ნიშნავს და საჩუქრად მიიღო ჩიჩილაკი, იგივე გურული ნაძვის ხე, რომელიც ამ მხარეში ბარაქის ხედ ითვლება და რომლის დამზადებაში სააკაშვილმა თავადაც მიიღო მონაწილეობა
2011 წლიდან აბიტურიენტებს 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ სიახლე
2011 წლიდან აბიტურიენტებს 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად ძირითადი სასკოლო საგნები ბავშვებს არ სჭირდებათ. ამის შესახებ სააკაშვილმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლიდან, ვისაც უმაღლესში ჩაბარება სურს, ჩასაბარებელი ექნება სამის ნაცვლად 10 გამოცდა და ეს იქნება პარალელურად გამოცდები სკოლის ატესტატისთვის
ილია მეორე ხუთ სტუდენტს პატრიარქის სტიპენდიანტის დიპლომს გადასცემს სიახლე
ილია მეორე ხუთ სტუდენტს პატრიარქის სტიპენდიანტის დიპლომს გადასცემს 12 იანვარს, 12:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge