« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
"ქალაქურში" ბარბარობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება |
სიახლე |
|
|
17 დეკემბერს, 15:00 საათზე, სკოლა-სტუდია “მშობელთა ხიდის” აღსაზრდელებისთვის ბარ-რესტორან “ქალაქურში" გაიმართება ბარბარობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება “ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები”. საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი ბიზნესტრენინგების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფია |
|
|
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გამოფენა გაიხსნება |
სიახლე |
|
|
15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში (ნ. ნიკოლაძის 7) ბრიტანეთის საბჭოს შემოქმედებითი თანამშრომლობის პროგრამის 2009 წლის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ეს არის ერთადერთი გამარჯვებული პროექტი სამხრეთ კავკასიიდან |
|
|
დღეს "გვიანი შემოდგომის სიღნაღი” გაიმართება |
სიახლე |
|
|
12 დეკემბერს სიღნაღში ღონისძიება "გვიანი შემოდგომის სიღნაღი” გაიმართება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრშიდან აცხადებენ. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, ღონისძიებისთვის სიღნაღში ბევრ სტუმარს ელოდებიან |
|
|
ნარკოვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება |
სიახლე |
|
|
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით "ნარკოვითარება საქართველოში, პერსპექტივები და ნაბიჯები ევროინტეგრაციისაკენ". შეხვედრის მიზანია ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვეთა, არსებული შესაძლებლობების ინტეგრირება, ევროპული გამოცდილების გაზიარება და დანერგვა |
|
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დიმიტრი შაშკინი ინიშნება |
სიახლე |
|
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინიშნება. როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ გვარამიამ რამდენიმე თვის წინ უცხოეთში სასწავლებლად წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, ამ თვეების განმავლობაში იგი მუშაობას აღნიშნულ პოსტზე პრემიერის თხოვნით აგრძელებდა |
|
|
დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა |
სიახლე |
|
|
ქაშუეთის ეკლესიის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა. პროექტი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას მეუღლის, ქეთევან კაჭარავას პატრონაჟით განხორციელდა |
|
|
ნოემბერში ფასები ყველაზე მეტად განათლებაზე გაიზარდა |
სიახლე |
|
|
მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად განათლებაზე გაიზარდა. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, განათლების სფეროში ფასის ზრდამ 48.2 პროცენტი შეადგინა. ფასის მატების თვალსაზრისით მეორე ადილზეა კაფეების, ბარებისა და რესტორნების მომსახურება – 4.4 პროცენტი |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|