« იანვარი 2025 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
თემაზე “სურსათის უვნებლობა, რეალობა და გამოწვევები’’ ლექცია ჩატარდა |
სტუ |
|
|
5 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “სურსათის უვნებლობა, რეალობა და გამოწვევები’’. საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოვიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის და რისკის სამმართველოს უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ლაფერაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, პროფესორი თენგიზ კალანდაძე |
|
|
გიორგი ავალიანი არაქართველ სტუდენტებს შეხვდა |
სტუ |
|
|
დღეს, 5 მაისს, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი სტუ-ში მოსწავლე ეთნიკურად არაქართველ 200-მდე სტუდენტს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები |
|
|
ნინო ხოფერიამ სტუ-ის სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა |
სტუ |
|
|
5 მაისს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა.საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 28-მა სტუდენტმა სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სასწავლო კურსი სანოტარო ბიუროებში გაიარა. სწავლება ორთვიანი იყო |
|
|
გიორგი ავალიანი ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებს შეხვდება |
სტუ |
|
|
5 მაისს, 11:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სტუ-ში მოსწავლე ეთნიკურად არაქართველ 200-მდე სტუდენტს შეხვდება |
|
|
სტუ-ის წინ “სამოქალაქო ფრონტის” აქცია გაიმართა |
სტუ |
|
|
საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის მე-6 სასწავლო კორპუსის წინ, ეზოში, “სამოქალქო ფრონტის” აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი ჯაბა ჯიშკარიანი იყო. აქციის დევიზი იყო “უთხარი არა - ძალადობას, სიცრუეს”. ორგანიზატორთა განცხადებით, ყველა სტუდენტმა, ყველა ახალგაზრდამ, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მისი და ქვეყნის მომავალი თითოეული ჩვენგანის ხელშია |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|