« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სტუ-ში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კაბინეტი გაიხსნა |
სტუ |
|
|
სტუ-ის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის კაბინეტი გაიხსნა. დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ანზორ შავგულიძის განცხადებით, ახალი კაბინეტი მრავალფუნქციურია და მას არა მარტო სასწავლო, არამედ დიდი სამეცნიერო დანიშნულებაც აქვს |
|
|
გუდაური "ხევსურულ საღამოს" მასპინძლობს |
კულტურა, სპორტი |
|
|
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და გუდაურის დეველოპერული კომპანიის, ასევე, ტურისტული კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, 22 იანვარს გუდაურში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ხევსურული საღამოს მოწყობა იგეგმება |
|
|
სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა |
სიახლე |
|
|
21 იანვარს სტუ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის ახლახან აღდგენილი ელექტრომექანიკური ლაბორატორია გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის - “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” - წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა. მისი განცხადებით, “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტს, რომლის მიზანია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში |
|
|
ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
21 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის (ისმაიტელყოფილის) ხსენების დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ქრისტიანობისთვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი აბო თბილელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა და ეწამა. წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით. იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო |
|
|
”თანადგომის” ბინადრებს ნათლისღება მიულოცეს |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრ ”თანადგომის” ბინადრებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ცენტრში მყოფ 23 სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას საჩუქრები გადასცა. დავით კერესელიძემ მათ ტკბილეული და თექაზე სამუშაო მასალა დაურიგა |
|
|
დღეს ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ლოცვას შეასრულებს. ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 530 ბავშვს მონათლავს. მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია 2010 წლის 19, 20 და 21 დეკემბერს მიმდინარეობდა |
|
|
კეთილშობილ ლითონთა ტესტირების ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) განახლდა და აღიჭურვა საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული ტესტირების სერტიფიცირებული ლაბორატორია. ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილი სპეციალისტებით. სრულდება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი მაღალი სანდოობის ანალიზები ოქროს, ვერცხლის, პალადიუმის, პლატინის, ოსმიუმის და მათი შენადნობების ქიმიური შემცველობის დასადგენად |
|
|
მინერალოგიის სასწავლო ლაბორატორია ახალი ნიმუშებით შეივსო |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) გარემონტდა და აღიჭურვა მინერალოგიის სასწავლო ლაბორატორია. ლაბორატორიისთვის შეიძინეს ბუნებრივ მინერალთა ნიმუშებისა და მათი სტრუქტურული მოდელების ახალი კოლექცია; შეიქმნა მინერალოგიის საგნის ლექციების და ლაბორატორიული სამუშაოს მინერალთა კოლექციების და მათი სტრუქტურების კომპიუტერული ვერსია, რომელთა ჩვენება ხორციელდება კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|