« სექტემბერი 2025 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სტუ-ში "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო სტარტი |
კულტურა, სპორტი |
|
|
 7 დეკემბერს, 15:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ფუტძალის ჩემპიონატით სტარტი "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც 16-იდან 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობას 16 საუნივერსიტეტო გუნდი მიიღებს. პირველი სატურნირო თამაში „შავი ზღვის უნივერსიტეტსა" და „პეტრე მობილის უნივერსიტეტებს" შორის გაიმართება. „პირველი ეტაპი 16 საუნივერსიტეტო გუნდიდან 8 საუკეთესო მეორე ეტაპზე გადავა, რომელიც 25 იანვარს დაიწყება და 11 თებერვლამდე გასტანს. საერთო ჯამში, გამარჯვებული გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდება საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები, რომელიც უკვე 2011 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში იასპარეზებს,"- აცხადებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი |
|
|
დღეს "IT Startup დღეების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა |
ტექნოლოგიები |
|
|
 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 7 დეკემბერს "IT Startup დღეების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. IT Startup დღეები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით 25 ნოემბერს დაიწყო და მიზნად ისახავს ქვეყანაში IT ინოვაციების ხელშეწყობას, სათანადო გარემოს შექმნას კონკურენტული სტარტაპების გაჩენისა და ახალი პროექტების დანერგვისთვის |
|
|
გია მურღულიას ბრწყინვალების ორდენს გადასცემენ |
სიახლე |
|
|
 6 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, თბილისის 24-ე საჯარო სკლის დირექტორს, გია მურღულიას, ბრწყინვალების ორდენს გადასცემს. გია მურღულია 1954 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
|
|
პედაგოგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადამზადებას გადიან |
ტექნოლოგიები |
|
|
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის ტრენინგს მართავს. მასწავლებლები სამდღიან გადამზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადიან. ტრენინგის ფარგლებში ისინი ელექტრონულ რესურსებს გაეცნობიან, რომელიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. 24 პედაგოგისგან შემდგარი ჯგუფის შემდეგ, განათლების და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლების მომდევნო ნაკადს უახლოეს მომავალში გადაამზადებს |
|
|
საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება |
სიახლე |
|
|
 საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საკანონონმდებლო ინიციატივა "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების" შესახებ პარლამენტში უკვე შევიდა. კანონპროექტის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა იმ პირებისთვის, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ, რაც ორიენტირებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შექმნაზე. კანონპროექტის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს საგადასახადო კოდექსით რეგულირდება, რომელიც 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება |
|
|
შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა ძალაში შედის |
სიახლე |
|
|
 შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა ძალაში შედის. ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კახი ყურაშვილმა განაცხადა. ყურაშვილის განმარტებით, აბონენტს შეუძლია ნომრის შეცვლის გარეშე, აირჩიოს მისთვის სასურველი სატარიფო პაკეტი. კონკრეტულად, თუკი აბონენტს აქვს "ჯეოსელის" ნომერი, კერძოდ "77", მას შეუძლია საკუთარი ნომერი ინდექსის გამოცვლის გარეშე, სრულად გადაიტანოს "ლაი-ლაის" სატარიფო პაკეტში. |
|
|
დიმიტრი შაშკინი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდება |
ტექნოლოგიები |
|
|
 3 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თავდაცვით პროგრამებში ანდრიუ ვებერს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის (CRL) ეფექტურად გამოყენების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავება. ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია (CRL) ბიოდაცულობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) მქონე CRL ლაბორატორია უნიკალურია მთელ ამიერკავკასიაში. ის თავს მოუყრის საქართველოში არსებულ ინფექციურ დაავადებათა პათოგენების ნიმუშებს და ქართველი ექსპერტები უსაფრთხოდ იმუშავებენ განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე |
|
|
„ლამბორგინი ჯოტა“ პრეზენტაციისთვის ემზადება |
--- |
|
|
 პარიზის საავტომობილო შოუს დაწყებამდე ერთი თვით ადრე, „ლამბორგინიმ“ იმ ავტომობილის ფოტოტიზერების გამოქვეყნება დაიწყო, რომლებიც საზოგადოებას პირველად სწორედ პარიზში უნდა ენახა. მაშინ ბევრმა მიიჩნია, რომ ეს ავტომობილი „მურსიელაგოს“ შემცვლელი „ჯოტა“ (ახალ ავტომობილს ჯერჯერობით სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ) იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გამოფენაზე არანაკლებ საინტერესო ექსპონატი, კონცეპტუალური „სესტო ელემენტო“ (მეექვსე ელემენტი) ვიხილეთ - ავტომობილი, რომლის შესაქმნელადაც იტალიურმა კომპანიამ არაერთი უახლესი ტექნოლოგია შექმნა და გამოიყენა. თუმცა ეს „ჯოტა“ მაინც არ იყო |
|
|
უსაფრთხოების ღვედების გამოყენება დღეიდან ყველასთვის სავალდებულოა |
სიახლე |
|
|
 უსაფრთხოების ღვედების გამოყენება 1-ლი დეკემბრიდან ყველასთვის სავალდებულოა. პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა. კანონის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარით დაჯარმებას გამოიწვევს. ჯარიმა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც უსაფრთხოების ღვედებს არ ითვალისწინებს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|