« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
საქართველოში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა |
სიახლე |
|
|
საქართველოში პროექტის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში უცხოელი პედაგოგების მეორე ნაკადი ჩამოვიდა. ორმოცდაჩვიდმეტი პედაგოგი საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვია. ტრეინინგების გავლის შემდეგ პედაგოგები სამეგრელო-ზემოსვანეთის საჯარო სკოლებში განაწილდებიან, სადაც ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან |
|
|
ბათუმი ქვიშის რაგბის ტურნირს უმასპინძლებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 აგვისტოს ბათუმში საქართველოში პირველი ქვიშის სახეობების სპორტული მოედანი გაიხსნება . ბულვარის გაგრძელებაზე გაშენებულ ახალ რაიონში მოწყობილ ქვიშის არენას პირველები მორაგბეები გახსნიან. 14-15 აგვისტოს ქვიშის რაგბის ტრადიციული ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მოყვარულ და პროფესიონალ მორაგბეთა 21 გუნდი მიიღებს. ტურნირის გახსნის ცერემონიალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და მისი მოადგილეები, გიორგი ავალიანი და დავით ნამგალაური დაესწრებიან |
|
|
12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 889 წელი შესრულდა |
--- |
|
|
12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლიდან 889 წელი შესრულდა. დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაჲ საკვირველი 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ეს იყო ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე, მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან. XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1092 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისთვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა |
|
|
გია ყანჩელს 75 წელი შეუსრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 10 აგვისტოს, ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს სახალხო არტისტ გია ყანჩელს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა.1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა |
|
|
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს |
სიახლე |
|
|
გამოცდების ეროვნული ცენტრი 9 აგვისტოდან იწყებს სააპელაციო(საპრეტენზიო) განაცხადების მიღებას.განაცხადები მიიღება 14 აგვისტომდე (10:00-დან 18:00 საათამდე): თბილისში: კოსტავას 77 (სტუ მე–6 კორპ.); რაიონებში: საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა/სტუდენტმა ან მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს: ა) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი; ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი; გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|