« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
მზის ბატარეებიანი აპარატი კვირაზე მეტია, მიწაზე დაუშვებლად დაფრინავს |
ტექნოლოგიები |
|
|
დიდ ბრიტანეთში დამზადებულმა საფრენმა აპარატმა Zephyr-მა, რომელიც მზის ბატარეებზე მუშაობს, ბევრად გადააჭარბა ანალოგიური აპარატების ფრენის ხანგრძლივობის რეკორდს. უკვე კვირაზე მეტია, რაც ბრიტანული აპარატი მიწაზე არ დაშვებულა. საფრენი აპარატი, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვისა და კვლევის კომპანიამ შექმნა, არიზონას შტატის სამხედრო პოლიგონიდან წინა პარასკევს აფრინდა. ფრენა დღე და ღამე, დაშვების გარეშე გრძელდება და მისმა ხანგრძლივობამ უპილოტოთა რეკორდს ხუთჯერ გადააჭარბა |
|
|
ფესტივალი "არტ-გენი 2010" ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
20 ივლისიდან ფესტივალი "არტ-გენი 2010" გადაინაცვლებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის წარმოდგენები და ტრადიციული ქართული თამაშობანი, ხალხური ფოლკლორული ანსამბლები რეგიონებიდან და თანამედროვე ქართული ჯგუფების კონცერტები |
|
|
ამერიკელები “მფრინავ Humvee“-ს აწყობენ |
ტექნოლოგიები |
|
|
2010 წლის დასაწყისში სამეცნიერო-კვლევითმა სააგენტომ (Defense Advanced Research Projects Agency, DARPA), ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი “მფრინავი Humvee“-ის შექმნაზე, რომელიც ოთხ მეომარს იტევს. ეს არის მოწყობილობა ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის შესაძლებლობლობით, რომელსაც ასევე მიწაზე სიარულის შესაძლებლობა აქვს — როგორც ტრასაზე, ისევე ცუდ გზებზე. ფირმა AVX Aircraft-მა ფორტ-უორტიდან (ტეხასის შტატი) წარმოადგინა თავისი პროექტი. მოწყობილობას აქვს ორი დიდი პროპელერი. ეს დიდი პროპელერები მიწაზე დაშვებისას იკეცება, რაც ძალიან კომპაქტურია; ვერტალიოტის მანქანად ტრანსფორმირებას სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდება |
|
|
ოპერის თეატრი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ვერდის "ატილას" წარმოადგენს |
კულტურა, სპორტი |
|
|
19 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის "ატილას" წარმოადგენს. სპექტაკლს ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო წარუძღვება. ქართველმა მსმენელმა ჯანლუკა მარჩიანოს ხელოვნება წლეულს მარტში ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის" კონცერტზე გაიცნო. 25 ივლისს კი მაყურებელს "რიგოლეტზე" დასწრების საშუალება ექნება |
|
|
საზაფხულო სკოლის 36 მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება |
სიახლე |
|
|
მოსწავლეები საგნობრივი ოლიმპიადებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსის მონაწილე 400-მდე მონაწილისგან შეირჩნენ. უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა. მათ სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი და თავიანთი პედაგოგების, ლიდერებისა და თანატოლების დადებითი შეფასებები დაიმსახურეს |
|
|
“კავკასიურ სახლში” ჯგუფ ”სტიგმატის” მინი არტფილმების მე-4 პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
20 ივლისს, 17:00 საათზე, ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ “კავკასიურ სახლში” (გ. ტაბიძის ქ. 20) ჯგუფ ”სტიგმატის” მინი არტფილმების მე-4 პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ჯგუფ ”სტიგმატის” ხელმძღვანელმა და რეჟისორ-ოპერატორმა, პოეტმა გიორგი ბუნდოვანმა განაცხადა. პირველი პრეზენტაცია ამ ანდერგრაუნდის კინონიმუშებისა 2010 წლის 8 აპრილს რუსთაველის 28-ში მდებარე ”როკ-კლუბში” ლიტერატურული საიტის, ლიბ.გე -ს ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის დახმარებით ჩატარდა |
|
|
ბათუმში Black Sea Jazz Festival -2010 ტარდება |
კულტურა, სპორტი |
|
|
ბათუმში, კომპანია "ისტერნპრომოუშენისა" და აჭარის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, “Black Sea Jazz Festival -2010” ჩატარდება. ჯაზფესტივალში მონაწილეობენ: “The Brand New Heavies”- ი, “Mike Starn Band”- ი, “RH Factor”- ი, “Roy Hargrove Quintet”- ი, “Hugh Masekela & Band”- ი და ჯაზის სხვა ქართველი შემსრულებლები |
|
|
იეთიმ გურჯის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 15 ივლისს, იეთიმ გურჯის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა. ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იეთიმ გურჯი (ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი) 1875 წელს თბილისში, ღარიბი ხელოსნის - დაბაღის (მეტყევის) ოჯახში დაიბადა. იეთიმის წინაპრები ქართველები ყოფილან, რომლებიც თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილან და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი_გურჯი (ქართველი) მაშინ შერქმევიათ. იეთიმის მამა იბრაჰიმი თბილისში დასახლებულა და ცოლად შეურთავს მუხთელი სომხის ქალი სარა გრიგორის ასული. სიმამრს იბრაჰიმი სომხურად მოუნათლავს და თავისივე სახელი-გრიგორი უწოდებია, გვარად კი - აღაჯანა |
|
|
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 ივლისს დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდა. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) 1861 წლის 14 ივლისს დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში დაიბადა. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, სოფლის მღვდლის, პავლესა და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები, ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 _ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|