სიახლე



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

უნივერსიტეტებში სამრეწველო ლაბორატორიები მოეწყობა სიახლე
25 მაისს თბილისის მერიაში პროექტის „ბიზნეს-ინკუბატორის“ ფარგლებში თბილისის მერიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
დაფინანსება ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე სიახლე
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო (SDSU) აცხადებს დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღების მეორე ეტაპს საქართველოში შემოთავაზებულ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე
საჯარო ლექცია „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“ სიახლე
22 აპრილს, 17:30 სთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ორგანიზებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ალან სვიდლერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“
დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე 5000 ძირი იფანი დაირგო სიახლე
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დენდროლოგიურ პარკში, გამწვანების მორიგ აქციაში მიიღო მონაწილეობა. გამწვანების აქციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე 5000-მდე იფანის ნერგი დარგეს
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე სიახლე
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე: „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“. ლექციას წაიკითხავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ალან სვიდლერი
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო კონკურსების შესახებ შეხვედრა გამართა სიახლე
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო კონკურსების შესახებ შეხვედრა გამართა განათლების საერთაშორისო ცენტრმა 20 მარტს გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სხვადასხვა უნივერსიტეტის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ.) წარმომადგენლები
არჩილ ფრანგიშვილი რექტორთა საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობდა სიახლე
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები მონაწილეობდნენ, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციაზე იწვევს სიახლე
26 მარტს, 17:00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე „კლიმატის გლობალური ცვლილება და ახლად წარმოქმნილი ინფექციური დაავადებები“. ლექციას წაიკითხავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, მეცნიერებათა დოქტორი, სტენლი მალოი
პირველი სტუდენტური ოლიმპიადა CITY GAMES იწყება სიახლე
იწყება City Games პირველი სტუდენტური ოლიმპიადის LOGICSER ფარგლებში. City Game-ში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, გამარჯვებულებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში LOGICSER უფასოდ
საქართველოში სარკინიგზო-ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება სიახლე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს რკინიგზის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტიტვინიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სარკინიგზო-ტექნიკური პროფილის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების თაობაზე, მემორანდუმს ხელი მოაწერეს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge