News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ევროვიზია 2010"-ზე საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძე წარდგება კულტურა, სპორტი
"ევროვიზია 2010"-ზე  საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძე წარდგება "ევროვიზია 2010"-ზე საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძე წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ მიიღო.
კონკურსისთვის სიმღერის შერჩევა 3 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელი სიმღერით წარდგება სოფო ნიჟარაძე "ევროვიზიაზე"
გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან სიახლე
გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან 16-17 იანვარს გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლ "ივერიის" წარმოდგენას, "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან. დევნილი ბავშვები თბილისში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მიემგზავრებიან. მიუზიკლზე დასასწრებად შეარჩიეს 12-დან 15-წლამდე ასაკის 400 ბავშვი, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ
LG-მ მსოფლიოში ყველაზე თხელი თხევადკრისტალური ტელევიზორი გამოუშვა ტექნოლოგიები
LG-მ მსოფლიოში ყველაზე თხელი თხევადკრისტალური ტელევიზორი გამოუშვა კომპანია LG-მ მსოფლიოში ყველაზე თხელი თხევადკრისტალური ტელევიზორები წარმოადგინა, რომლებსაც FullHD აქვს, _ იუწყება Tom's Hardware. მათი ეკრანების დიაგონალია 42 და 47 დიუმი, კორპუსის სისქე - 5,9 მილიმეტრი. LG-ის ზეთხელი თხევადკრისტალური ტელევიზორების ეკრანების განახლების სიხშირე 120 ჰერცია. 42-დიუმიანი მოდელი 6.1 კილოგრამს იწონის, ხოლო 47-დიუმიანი - 7,3 კილოგრამს
ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია იწყება სიახლე
ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია იწყება დღეიდან, 15 იანვრიდან, თბილისის მერიის ინიციატივით, ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება. კურსების გავლის შესაძლებლობა 23 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მსურველები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისის მერიაში, გამგეობებსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში დარეგისტრირდებიან
პრეზიდენტმა გურულებს კალანდობა მიულოცა სიახლე
პრეზიდენტმა გურულებს კალანდობა მიულოცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიაში ჩავიდა და კალანდის დღესასწაულის დადგომამდე ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახს ესტუმრა. ტრადიციულმა გურულმა ოჯახმა საპატიო სტუმარს გურული ადესა დააგომოვნებინა და საშობაო ღვეზელი მიართვა, რასაც მუცლის ტკივილის ლოცვაც მოაყოლეს. პრეზიდენტმა გურულებისგან ასევე მოისმინა აგუნას გადაძახილი, რაც ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთის მოხმობას ნიშნავს და საჩუქრად მიიღო ჩიჩილაკი, იგივე გურული ნაძვის ხე, რომელიც ამ მხარეში ბარაქის ხედ ითვლება და რომლის დამზადებაში სააკაშვილმა თავადაც მიიღო მონაწილეობა
ქართული თეატრი 160 წლისაა კულტურა, სპორტი
ქართული თეატრი 160 წლისაა 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. თეატრალური საზოგადოება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოს გამართვას. წელს ქართული თეატრის დღის ფარგლებში ჟურნალის "თეატრი და ცხოვრება" 100 წლის იუბილეც აღინიშნება
2011 წლიდან აბიტურიენტებს 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ სიახლე
2011 წლიდან აბიტურიენტებს 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად ძირითადი სასკოლო საგნები ბავშვებს არ სჭირდებათ. ამის შესახებ სააკაშვილმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლიდან, ვისაც უმაღლესში ჩაბარება სურს, ჩასაბარებელი ექნება სამის ნაცვლად 10 გამოცდა და ეს იქნება პარალელურად გამოცდები სკოლის ატესტატისთვის
”Google”-მა ახალი ტელეფონი ”Nexus One” წარადგინა ტექნოლოგიები
”Google”-მა ახალი ტელეფონი ”Nexus One” წარადგინა კომპანია ”Google”-მა საზოგადოებას ახალი მობილური ტელეფონი _ ”NexusOne” წარუდგინა. პრეზენტაცია, რომელზე დასწრებაც მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი, კალიფორნიაში, კომპანიის სათავო ოფისში გაიმართა
"დაიმლერი" "მერსედესის" მარკის ელექტრომობილს გამოუშვებს ტექნოლოგიები
"დაიმლერი" "მერსედესის" მარკის ელექტრომობილს გამოუშვებს 2010 წლის ოქტომბერში კონცერნი "დაიმლერი" "მერსედესის" მარკის პირველ ელექტრომობილს გამოუშვებს. 2012 წლისთვის კი იგეგმება ელექტრომობილ SMART-ის სერიული წარმოება. პირველი ელექტრომობილები წარმოებული იქნება რაშტატში A კლასის კომპაქტური მერსედეს-ბენცის ბაზაზე
ილია მეორე ხუთ სტუდენტს პატრიარქის სტიპენდიანტის დიპლომს გადასცემს სიახლე
ილია მეორე ხუთ სტუდენტს პატრიარქის სტიპენდიანტის დიპლომს გადასცემს 12 იანვარს, 12:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge