« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა ჰაიდელბერგცემენტის კონკურსში გაიმარჯვა. სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა QLA პრესკონფერენცია, სადაც გარემოს დაცვის მინისტრმა გ. ხაჩიძემ დეპარტამენტის წარმომადგენლებს გადასცა გამარჯვების სერტიფიკატი და მიულოცა მეორე ეტაპზე გადასვლა |
|
|
რამაზ ნიკოლაიშვილმა სტუ-ის სტუდენტებს პროგრამა “Summer Job“ გააცნო |
სტუ |
|
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო პროგრამა “Summer Job “ გააცნო და სამინისტროსა და თავის დაქვემდებარებულ უწყებებში ზაფხულში სამუშაოდ მიიწვია |
|
|
სტუ-ის პროფესორის ამერიკული აღიარება |
სტუ |
|
|
მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ, რომელიც აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიის შტატში მდებარეობს, ეკონომიკის ქართველი ექსპერტის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორისა და თბილსის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფია _ "ინფლაციური ზიგზაგები პოსტკომუნისტურ საქართველოში" _ გამოსცა |
|
|
გერმანიის უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გრძელდება |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბაიროითის უნივერსიტეტსა და საარბრიუკენის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობისა და ორმხრივი პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს |
|
|
საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა |
სტუ |
|
|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ საზაფხულო დასაქმების პროექტისა და პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მნიშვნელობაზე ესაუბრა |
|
|
სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუ-ის პროფესორები - დემურ დანელია, ნოდარ ჯიბლაძე და ნოდარ ნარიმანაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ |
|
|
ცნობილ იტალიელ დიზაინერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ფაბრიციო ჯუჯარომ გააკეთა პროექტის -“მწვანე ბათუმი - 2020” პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯანკარლო პერინი, “იტალდიზაინის” წარმომადგენლები - ჯუზეპე ფრანკო ბუსნელი, ალბერტო ფუმაგალი, გოფრედო ბადუინი და სხვა საპატიო სტუმრები |
|
|
სტუ-ში მოწვეულ პროფესორებთან შეხვედრა გაიმართა |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახლად რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში, უცხოეთიდან მოწვეულ პროფესორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, სტუ-ის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლალი ღოღელიანი, სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირი და სხვა პირები ესწრებოდნენ |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|