« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
Ford-მა ახალი Focus ST წარმოადგინა |
ტექნოლოგიები |
|
|
კომპანია "ფორდმა" "ფოკუსის" ჰეჩბეკის ახალი მოდიფიკაციის პირველი ოფიციალური სურათები წარმოადგინა, რომელმაც ტრადიციული სახელწოდება - ST მიიღო. ავტომობილის მსოფლიო წარდგენა პარიზის ავტოშოუზე გაიმართება, ხოლო მსოფლიოს ბაზრებზე მისი გასაყიდად გამოტანა 2012 წლისთვის იგეგმება |
|
|
”ფორდმა” უსაფრთხოების ბალიში კიდევ უფრო უსაფრთხო გახადა |
ტექნოლოგიები |
|
|
კომპანია ”ფორდი” თავისი ავტომობილების უსაფრთხოების ახალი ბალიშებით აღჭურვას აპირებს, რომლებიც ფრონტალური დაჯახების შემთხვევაში, მძღოლის ნეკნების დაზიანების შესაძლებობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პირველი ავტომობილი, რომელსაც ამ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვავენ, ბაზარზე 2011 წლიდან გამოშვებული ”ფორდ ფოკუსი” იქნება. |
|
|
EWG-მა მობილური ტელეფონის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა გამოიკვლია |
ტექნოლოგიები |
|
|
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაცია EWG-მა (Environmental Working Group) გამოიკვლია მობილური ტელეფონის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მიღებული შედეგები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მიმდინარე წლის სექტემბერში ნაციონალურმა ინსტიტუტმა "რაკამ" აშშ-ში აღნიშნულ თემაზე გამოაქვეყნა ნაშრომი. ექიმები, ძირითადად, ეძებდნენ კავშირს უკაბელო ტელეფონების მოხმარებასა და თავის ტვინის სხვადასხვა სახის სიმსივნის ჩამოყალიბებას შორის. საბოლოოდ ყველა თანხმდება, რომ მობილური ტელეფონების გამოყენებამ ფართო მასშტაბი იმდენად ცოტა ხანია რაც მიიღო, რომ ნაადრევია დასკვნების გაკეთება |
|
|
Canon-ის ფოტოკამერა თვალისთვის შეუმჩნეველ ფერებსაც კი დააფიქსირებს |
ტექნოლოგიები |
|
|
იაპონურმა კომპანია Canon-მა ნიუ-იორკში გამოფენა EXPO 2010-ზე ფოტოაპარატის კონცეპტი დააანონსა, რომელსაც იმდენი ფერის დაფიქსირება შეუძლია, რამდენსაც ადამიანის თვალიც კი ვერ ამჩნევს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალ ფოტოაპარატს გადაღება იმ პირობებშიც კი შეეძლება, როცა განათების ხარისხი თანამედროვე პროფესიული ფოტოაპარატებისთვის განსაზღვრულზე 100-ჯერ ნაკლები იქნება. |
|
|
კოსმოსურ სივრცეში ქართული კოსმოსური ობიექტის გასვლიდან 11 წელი სრულდება |
ტექნოლოგიები |
|
|
23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის _ “რეფლექტორის” გასვლიდან 11 წელი სრულდება. 1999 წლის 23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი _ “რეფლექტორი”. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, “რეფლექტორი” ღია კოსმოსურ სივრცეში სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის (მაშინდელი კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის) ძალისხმევით გავიდა. გენერალური კონსტრუქტორი იყო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი |
|
|
მზის ბატარეებიანი აპარატი კვირაზე მეტია, მიწაზე დაუშვებლად დაფრინავს |
ტექნოლოგიები |
|
|
დიდ ბრიტანეთში დამზადებულმა საფრენმა აპარატმა Zephyr-მა, რომელიც მზის ბატარეებზე მუშაობს, ბევრად გადააჭარბა ანალოგიური აპარატების ფრენის ხანგრძლივობის რეკორდს. უკვე კვირაზე მეტია, რაც ბრიტანული აპარატი მიწაზე არ დაშვებულა. საფრენი აპარატი, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვისა და კვლევის კომპანიამ შექმნა, არიზონას შტატის სამხედრო პოლიგონიდან წინა პარასკევს აფრინდა. ფრენა დღე და ღამე, დაშვების გარეშე გრძელდება და მისმა ხანგრძლივობამ უპილოტოთა რეკორდს ხუთჯერ გადააჭარბა |
|
|
ამერიკელები “მფრინავ Humvee“-ს აწყობენ |
ტექნოლოგიები |
|
|
2010 წლის დასაწყისში სამეცნიერო-კვლევითმა სააგენტომ (Defense Advanced Research Projects Agency, DARPA), ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი “მფრინავი Humvee“-ის შექმნაზე, რომელიც ოთხ მეომარს იტევს. ეს არის მოწყობილობა ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის შესაძლებლობლობით, რომელსაც ასევე მიწაზე სიარულის შესაძლებლობა აქვს — როგორც ტრასაზე, ისევე ცუდ გზებზე. ფირმა AVX Aircraft-მა ფორტ-უორტიდან (ტეხასის შტატი) წარმოადგინა თავისი პროექტი. მოწყობილობას აქვს ორი დიდი პროპელერი. ეს დიდი პროპელერები მიწაზე დაშვებისას იკეცება, რაც ძალიან კომპაქტურია; ვერტალიოტის მანქანად ტრანსფორმირებას სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდება |
|
|
მეცნიერებმა უსინათლო მძღოლებისთვის ავტომობილი შექმნეს |
ტექნოლოგიები |
|
|
ამერიკელმა მეცნიერებმა უსინათლოთა ეროვნული ფედერაციის დახმარებით უსინათლო მძღოლებისთვის პირველი ავტომობილი შექმნეს. ყველგანმავალ Ford Escape-ის მოდელი, აღჭურვილი ახალი ტექნოლოგიური აპატურით, ლაზერითა და ვიდეოკამერებით, მომავალი წლის იანვარში გამოჩნდება, – აცხადებს გაზეთი Times. ამჯერად კი მისი გამოცდა მიმდინარეობს. ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, უახლესი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, მხედველობაშეზღუდულმა მძღოლმა ავტომობილი დამოუკიდებლად მართოს |
|
|
Gordon Murray-მ ახალი კლასის ავტომობილი წარმოადგინა |
ტექნოლოგიები |
|
|
ცნობილმა ინგლისელმა დიზაინერმა Gordon Murray-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი კლასის ქალაქის ავტომობილი T.25 (ბენზინზე) და T.27 (ელექტროობაზე). “Frormula1″-ის ბოლიდისა და McLaren F1-ის შემქმნელმა, 20 წლის წინ “სუპერქარების” ისტორიის გადამტრიალებლმა, ახალი მოდელის შექმნისას ხაზი გაუსვა უფრო მანქანის კომფორტსა და მანევრულობას, ვიდრე სისწრაფეს, თუმცა ზოგიერთ ასპექტში ძველი სტანდარტები შეინარჩუნა. მძღოლის ადგილი ცენტრშია მოთავსებული, კორპუსის ნაწილები ადვილი შესაცვლელია ავარიის შემთხვევაში, ძრავა არის სათავსოს ქვეშ. ავტომობილის მასა — 575 კგ-ია. მისი სიგრძეა 2,4 მ, სიმაღლე — 1,6 მ, ხოლო სიგანე - მხოლოდ 1.3მ |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|